LE MONDE-ის ცნობით, ხანძარს პარიზის ღვთისმშობლის ტაძარზე მეხანძრეები აკონტროლებენ; ცეცხლი თითქმის ჩამქრალია, დარჩა რამდენიმე კერა. ტაძრის ორი კოშკი გადარჩა, მაგრამ სახურავის 2/3 დანგრეულია. პარიზის პროკურატურამ დაიწყო გამოძიება ძეგლის „ცეცხლით უნებლიე განადგურების“ საქმეზე.
ამ ეტაპზე გამომძიებლებმა ჯერ ვერ შეძლებს პირველადი დასკვნების გაკეთება, რადგან შენობის სტრუქტურა საკმაოდ არამყარია. კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები ღამით მუშაობდნენ იმ ადამიანების დასადგენად, რომლებიც რეკონსტრუქციაზე იყვნენ დაკავებულნი. მათ ადამიანების დაკითხვა უკვე დაიწყეს.
ხანძარს 400-მდე მეხანძრე აქრობდა 9 საათზე მეტი ხნის განმავლობაში. საბედნიეროდ, მხოლოდ 2 პოლიციელი და ერთი მეხანძრე-მაშველი დაშავდა მსუბუქად. პოლიციის წყარო „ექსტრაორდინარულ შემთხვევაზე“ საუბრობს.
ცეცხლი მთლიანობაში ჩამქრალია, აცხადებს პარიზის მეხანძრეთა სპიკერი ლეიტანანტი გაბრიელ პლუსი „ლე მონდთან“ ინტერვიუში და აზუსტებს, რომ მეხანძრეთა რაზმები მობილიზებულები რჩებიან დაკვირვების ფაზისთვის, სტრუქტურული სიმყარის დასაზუსტებლად და ტაძრიდან ნამუშევრების ევაკუაციისთვის. მისი თქმით, ეს სამუშაო მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება.
ფრანგი სპეციალისტების სწორი გადაწყვეტილების წყალობით, არ ჩაერთოთ ხანძრის ჩაქრობაში ავიაცია, რადგან წყლის ჭავლი მთლიანად გაანადგურებდა ტაძარში არსებულ შედევრებს და რელიკვიებს, ისინი უვნებლად გადარჩა, მათ შორის, მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ორგანი.
პარიზის მერი ან იდალგო (Anne Hidalgo) France Inter-ზე წინადადებით გამოვიდა, საფრანგეთის დედაქალაქში ჩატარდეს „დონორთა საერთაშორისო კონფერენცია“ ტაძრის რეკონსტრუქციაში ექსპერტების ჩასართავად და თანხების მოსაზიდად.
ორმა ფრანგმა მილიარდერმა უკვე დააანონსა ტაძრის აღსადგენად თანხების შეწირვა: ბერნარ არნოს ოჯახი 200 მილიონ ევროს, ხოლო ფრანსუა-ანრი პინო 100 მილიონ ევროს გაიღებს საფრანგეთის კულტურული მემკვიდრეობისა და ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოს აღდგენაში თავიანთი წვლილის შესატანად.
ნიკო აბაშიშვილი
კომენტარები