მსოფლიოnews

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი იწვის

ცეცხლშია გახვეული მთელ მსოფლიოში ცნობილი პარიზის ნოტრ-დამი, საფრანგეთის ერთ-ერთი სიმბოლო. საკათედრო ტაძრის პრესმდივნის, ანდრე ფინოს ცნობით, ცეცხლის გაჩენის შესახებ პირველი ინფორმაცია დღეს, 15 აპრილს, პარიზის დროით 18:50 სთ-ზე გავრცელდა და სწრაფადვე მოახდინეს შენობიდან ადამიანების ევაკუაცია, რათა ისინი საფრთხისგან დაეცვათ. არსებული ინფორმაციით, ადამიანთა ევაკუაცია მიმდინარეობს კუნძულ სიტედან, სადაც პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი მდებარეობს.

შპილი ჩამოვარდა, მთელი კარკასი იწვის...

„ნოტრ-დამის მთელი კარკასი იწვის, – თქვა დამწუხრებულმა ანდრე ფინომ, – კარკასი, რომელიც მე-19 საუკუნით თარიღდება, ერთი მხრივ, და მე-13 საუკუნით, მეორე მხრივ; არაფერი არ გადარჩება; ვნახოთ, მიაღწევს თუ არა ცეცხლი კამარას, რომელიც ტაძარს იცავს“, – დასძინა მან.

ტაძრის შპილი ჩამოინგრა. ამის თაობაზე პარიზის მერის მოდგილემ ემანუელ გრეგუარმა BFM TV-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

AFP-ის ფოტო

გამოცემა Le Monde-ის ცნობით, ხანძარი ისტორიული ძეგლის სხვენში გაჩნდა და სახურავის დიდ ნაწილს მოედო.

თვითმხილველთა მიერ გადაღებულ ფოტოებზე ჩანს ნაცრისფერი კვამლის მძლავრი ნაკადები. მეხანძრეები ცეცხლს ებრძვიან.

შემთხვევის დეტალები ჯერჯერობით უცნობია. ჩინოვნიკების თქმით, სავარაუდოდ, მომხდარი ტაძარში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს უკავშირდება. ინფორმაცია ხანძრის შედეგად დაზარალებულთა შესახებ არ ვრცელდება.

პარიზის მერი ან იდალგო მწუხარებას გამოთქვამს „საშინელი ხანძრის“ გამო ძეგლზე, რომელიც პარიზის ყველაზე პოპულარული ადგილია. ამის თაობაზე მან ტვიტერზე დაწერა. მერის თქმით, მეხანძრეები მობილიზებულები არიან ცეცხლთან საბრძოლველად. იგი მოუწოდებს სიტეს მცხოვრებლებს და ცნობისმოყვარეებს, უსაფრთხოების პერიმეტრი დაიცვან.

ნახეთ ვიდეო:

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ხანძრამდე 19 დღით ადრე; ფოტო გადაღებულია 2019 წლის 27 მარტს. AFP

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close