პოლიტიკასაბერძნეთი

რომის პაპი მიიჩნევს, რომ საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი ალექსის ციპრასი ნობელის პრემიას იმსახურებს

რომის პაპმა ფრანცისკემ კვირას, 31 მარტს კათოლიკურ სააგენტოსთან ინტერვიუში  საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი ალექსის ციპრასი შეაქო დევნილებთან დაკავშირებით მის მიერ დაკავებული პოზიციის გამო და თქვა, რომ საბერძნეთის სახელმწიფოს მეთაური ნობელის პრემიას იმსახურებს.

კითხვაზე ორი ბარიერის შესახებ, რომელიც ესპანეთმა ააგო მაროკოში, რათა ხელი შეუშალოს ადამიანებს ევროპაში გაქცევაში და დონალდ ტრამპის წინადადებაზე საზღვრების დაკეტვასთან დაკავშირებით (მექსიკის საზღვართან კედლის მშენებლობა), რომის პაპმა განაცხადა, რომ კედლები არ არის მიგრაციის პრობლემის გადაწყვეტის საშუალება; მისი თქმით, კედლები ადამიანებს ტანჯვას აყენებს.

„ერთხელ მე ვსაუბრობდი პოლიტიკოსთან, ადამიანთან, რომელსაც პატივს ვცემ. და ვიტყვი მის სახელს: ალექსის ციპრასი. ამ საკითხზე და  შეთანხმებებზე საუბრისას, არ შეუშვან [მიგრანტები], მან ამიხსნა არსებული სირთულეები, მაგრამ ბოლოს და ბოლოს ის მესაუბრებოდა მთელი გულით და ეს ფრაზა წარმოთქვა: „ადამიანის უფლებები შეთანხმებებზე მნიშვნელოვანია“. ეს წინადადება იმსახურებს ნობელის პრემიას“, – განაცხადა პაპმა კათოლიკურ სააგენტოსთან ინტერვიუში მისივე თვითმფრინავის ბორტზე გამართულ პრესკონფერენციაზე, რაბატიდან (მაროკო) რომში გამგზავრებისას.

2016 წლის აპრილის შუა რიცხვებში რომის პაპი საბერძნეთში იმყოფებოდა, რათა კუნძულ ლესბოსზე დევნილები მოენახულებინა. კუნძულის აეროპორტში მას დახვდნენ მსოფლიო პატრიარქი ბართოლომეო, ათენის არქიეპისკოპოსი იერონიმი და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი ალექსის ციპრასი.

დევნილების მონახულების შემდეგ პონტიფიკოსმა აღნიშნა, რომ საბერძნეთი აგრძელებს იყოს მაგალითი კაცობრიობისათვის.

„ეს არის შესაძლებლობა, ვაჩვენოთ, რომ როგორც ჩვენი კუნძულების მოსახლეობამ, ისე მთლიანად ბერძენმა ხალხმა, მიუხედავად საკუთარი დიდი სირთულეებისა, მიუხედავად იმისა, რომ უსამართლოდ იტანჯებოდა მკაცრი ეკონომიის ზომების გამო ამ წლებში, რომლებიც სხვებმა შემოიღეს, აჩვენა ადამიანური სახე და სოლიდარობა“, – განაცხადა ალექსის ციპრასმა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ რომის პაპი ამაყობს ბერძნების დამოკიდებულებით, მაშინ როდესაც „ზოგიეთმა ჩვენმა პარტნიორმა, ქრისტიანული ევროპის სახელით, კედლები და ღობეები აღმართა, რათა არ მიეცა საშუალება დაუცველი ადამიანებისთვის, უკეთესი ცხოვრების იმედი ჰქონოდათ“.

აღსანიშნავია, რომ ალექსის ციპრასი პრეზიდენტობამდეც შეხვდა რომის პაპ ფრანცისკეს – ის იყო პირველი ევროპელი მემარცხენე პოლიტიკოსი, რომელიც ვატიკანში მიიღეს 2014 წლის 18 სექტემბერს და ბერძნული პოლიტიკური  პარტიის პირველი ლიდერი, რომელსაც რომის პაპი შეხვდა.

ჩვენს მკითხველს ალბათ ახსოვს, რომ ალექსის ციპრასთან დაკავშირებით წელს ნობელის პრემიაზე უკვე იყო საუბარი  – მშვიდობის ნობელის პრემიის ლაურეატმა (2015 წ.) უიდედ ბუშამაუიმ საბერძნეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკების პრემიერ-მინისტრები, ალექსის ციპრასი და ზორან ზაევი ოფიციალურად დაასახელა 2019 წლის მშვიდობის ნობელის პრემიის ლაურეატობის კანდიდატებად მაკედონიის სახელწოდების სადავო საკითხის გადაჭრის გამო.

ფრანცისკე  (ლათ. Franciscus, იტალ. Francesco), პაპად არჩევამდე – ხორხე მარიო ბერგოლიო, 266-ე პაპია. იგი 2013 წლის 13 მარტს აირჩიეს. ფრანცისკე არის პირველი პაპი „ახალი სამყაროდან“ და პირველი არაევროპელი პაპი ბოლო 1200 წლის განმავლობაში (სირიელი გრიგორი მესამის შემდეგ, რომელიც 731-741 წლებში მეთაურობდა რომის კათოლიკურ ეკლესიას), აგრეთვე, პირველი პაპი-იეზუიტი.

წყარო: https://www.tribune.gr/religion/news/article/566129/o-papas-fragkiskos-proteine-ton-alexi-tsipra-gia-to-vraveio-nompel.html

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close