საზოგადოებასაქართველო

გასულ წელს საქართველოში უფრო მეტი ბიჭი დაიბადა, ვიდრე გოგონა; ქორწინებების რიცხვი შემცირდა, განქორწინებების კი – გაიზარდა

2018 წელს საქართველოში 51 138 ბავშვი დაიბადა, რაც წინა წელთან შედარებით 4 პროცენტით ნაკლებია. ცოცხლად დაბადებულ ახალშობილთა შორის 26 538 ბიჭი იყო, 24 600 – გოგონა. აღსანიშნავია, რომ სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობის მაჩვენებელი 2017 წელთან შედარებით უცვლელი დარჩა –  ყოველ 100 ცოცხლად დაბადებულ გოგონაზე 107.9 ბიჭი მოდის.

2018 წელს ყველაზე მეტი ბავშვი დაიბადა თბილისში (16 161 ბავშვი), ყველაზე ცოტა კი– რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (328 ბავშვი).

რაც შეეხება გარდაცვალებას, 2018 წელს გარდაცვლილთა რიცხოვნობა 2017 წელთან შედარებით 2.7 პროცენტით შემცირდა და 46 524 ადამიანი შეადგინა. ისევე, როგორც დაბადების შემთხვევაში, 2018 წელს გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა ქ. თბილისში (12 122 კაცი), ხოლო ყველაზე ნაკლები – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (656 კაცი).

2018 წლის ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) წინა წელთან შედარებით 15.7 პროცენტით შემცირდა და 4 614 შეადგინა.

2018 წელს ბუნებრივი კლება დაფიქსირდა იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიის, კახეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, მცხეთა-მთიანეთის და შიდა ქართლის რეგიონებში.

რაც შეეხება ოჯახების შექმნას: 2018 წელს რეგისტრირებული ქორწინებების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 2.0 პროცენტით შემცირდა და 23 202 შეადგინა.

2018 წელს რეგისტრირებულ განქორწინებათა რაოდენობამ 10 288 შეადგინა და წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 0.6 პროცენტით გაიზარდა.

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close