კრიმინალიპოლიტიკაnewsსაქართველო

საქართველოს ციხეებში უცხო ქვეყნების პატიმრებიც მოიხდიან სასჯელს

საქართველოში სასჯელს სხვა ქვეყნების პატიმრებიც მოიხდიან – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფარგლებში გამართული გამოსვლისას  განაცხადა. შესაბამის დოკუმენტს იუსტიციის სამინისტრომ ჰააგაში ახლახან მოაწერა ხელი.

„ჩვენ ვაგრძელებთ ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოსთან თანამშრომლობას. მნიშვნელოვანია ის, რომ 2016 წელს ჩვენ, ფატუ ბენსუდას [ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი – რედ.] ინიციატივით და თხოვნით, დავიწყეთ მოლაპარაკებები: თუკი ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს დასჭირდებოდა, რამდენიმე პატიმარი მიგვეღო და სასჯელი მათთვის აღგვესრულებინა საქართველოს საპატიმროებში. სამწლიანი მოლაპარაკებები დასრულდა წარმატებით და ჰააგაში ჩვენ ხელი მოვაწერეთ გადმოყვანის შესახებ მემორანდუმს. ამ მემორანდუმით ჩავდექით ისეთი სახელმწიფოების ნუსხაში, რომელიც ალბათ ზოგიერთის თვალში „წარუმატებლები“ არიან. ესენია: ავსტრია, ბელგია, ფინეთი, ნორვეგია, შვეიცარია, დიდი ბრიტანეთი და ჩრდილო ირლანდია“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close