42 000 იტალიელს ჩამოართვეს მართვის მოწმობა 2018 წელს
გასულ წელს 42 000 იტალიელი დარჩა მართვის მოწმობის გარეშე დროებით ან სამუდამოდ. ტელეფონზე საუბარი საჭესთან, მანქანის მართვა ალკოჰოლური ან ნარკოტიკული თრობის მდგომარეობაში – იტალიელი მძღოლების მთავარი პრობლემაა. გარდა 10 ათასობით მართვის მოწმობის ჩამორთმევისა, პოლიციამ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის, საერთო ჯამში, 2 მილიონზე მეტი ქულა ჩამოაკლო მძღოლებს.
ყველაზე სახიფათონი საჭესთან ლომბარდიის (დედაქალაქი – მილანი) მკვიდრი მძღოლები არიან – სწორედ ჩრდილო-დასავლეთ იტალიის ამ ადმინისტრაციულ რეგიონში ჩამოერთვა ყველაზე მეტ მძღოლს მართვის მოწმობა; მას მოსდევს ლაციო (რომი) და უმბრია (პერუჯა); ყველაზე კანონმორჩილი და ფრთხილი მძღოლები კი აპულიაში (დედაქალაქი – ბარი), აბრუცოსა (ლ’აკვილა) და მოლიზეში (კამპობასო) ცხოვრობენ.
აღსანიშნავია ისიც, რომ 2018 წელს, წინა წელთან შედარებით, იტალიაში ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა +1,2%-ით გაიზარდა (71 800), თუმცა ავარიების მსხვერპლთა რიცხვი შემცირდა (1618 გარდაცვლილი – 20-ით ნაკლები, ვიდრე 2017 წელს).
იტალიის გზებზე ავტომობილების მოძრაობას 453,5 ათასამდე პატრული აკონტროლებდა და მათი მეშვეობით პოლიციამ 2018 წელს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის 1 878 255 შემთხვევა დააფიქსირა.
www.sicurauto.it
კომენტარები