fbpx
newsიტალიასაზოგადოება

42 000 იტალიელს ჩამოართვეს მართვის მოწმობა 2018 წელს

გასულ წელს 42 000 იტალიელი დარჩა მართვის მოწმობის გარეშე დროებით ან სამუდამოდ. ტელეფონზე საუბარი საჭესთან, მანქანის მართვა ალკოჰოლური ან ნარკოტიკული თრობის მდგომარეობაში – იტალიელი მძღოლების მთავარი პრობლემაა. გარდა 10 ათასობით მართვის მოწმობის ჩამორთმევისა, პოლიციამ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის, საერთო ჯამში, 2 მილიონზე  მეტი ქულა ჩამოაკლო მძღოლებს.

ყველაზე სახიფათონი საჭესთან  ლომბარდიის (დედაქალაქი – მილანი) მკვიდრი მძღოლები არიან – სწორედ  ჩრდილო-დასავლეთ იტალიის ამ ადმინისტრაციულ რეგიონში ჩამოერთვა ყველაზე მეტ მძღოლს მართვის მოწმობა; მას მოსდევს ლაციო (რომი) და უმბრია (პერუჯა); ყველაზე კანონმორჩილი და ფრთხილი მძღოლები კი აპულიაში (დედაქალაქი – ბარი), აბრუცოსა (ლ’აკვილა) და მოლიზეში (კამპობასო) ცხოვრობენ.

აღსანიშნავია ისიც, რომ 2018 წელს, წინა წელთან შედარებით, იტალიაში ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა +1,2%-ით გაიზარდა (71 800), თუმცა ავარიების მსხვერპლთა რიცხვი შემცირდა (1618 გარდაცვლილი – 20-ით ნაკლები, ვიდრე 2017 წელს).

იტალიის გზებზე ავტომობილების მოძრაობას 453,5 ათასამდე პატრული აკონტროლებდა და მათი მეშვეობით პოლიციამ  2018 წელს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის 1 878 255 შემთხვევა დააფიქსირა.

www.sicurauto.it

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close