საზოგადოებაnewsსაქართველო

რა დოკუმენტები უნდა წარადგინოს სოციალურად დაუცველმა სტუდენტმა მერიის დაფინანსების მისაღებად

თბილისის მერია სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის დაფინანსებისთვის განაცხადების მიღებას იწყებს. „სოციალურად დაუცველის“ სტატუსის მქონე სტუდენტებს მერიაში განაცხადების წარდგენა 1-ლი მარტიდან 31 მაისის ჩათვლით შეეძლებათ.

თბილისის მერია განაცხადების განხილვის საფუძველზე შერჩეულ სოციალურად დაუცველ სტუდენტებს 2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის საფასურს დაუფარავს.

ვის შეუძლია სწავლის დაფინანსების მოთხოვნა

დაფინანსდებიან თბილისში რეგისტრირებული, 70 000 ან ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველი ოჯახების წევრი სტუდენტები, რომლებიც ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლობენ ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე.

რამდენი ლარით დაფინანსდებიან სტუდენტები

დაფინანსება განხორციელდება სახელმწიფო სასწავლო გრანტის ფარგლებში, რაც წლიურად 2250 ლარია, ხოლო სემესტრის სწავლის  საფასური – 1125 ლარი. დაფინანსების ოდენობა დამოკიდებული იქნება აკადემიური მოსწრების საშუალო მაჩვენებელზე და ქულების მიხედვით სტუდენტი 50-, 70- ან 100-პროცენტიან დაფინანსებას მიიღებს.

დაფინანსება სტუდენტების მიერ სემესტრის განმავლობაში მიღებული ქულების მიხედვით

იმ შემთხვევაში, თუ წინა სემესტრში მიღებული აკადემიური მოსწრების საშუალო მაჩვენებელი იქნება 51-70 ქულა, სტუდენტი მერიისგან მიიღებს სწავლის საფასურის 50 პროცენტს; 71-90 ქულის შემთხვევაში – სწავლის საფასურის 70 პროცენტს, ხოლო თუ  სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში მის ოჯახს 40 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულა აქვს, 100-პროცენტიან დაფინანსებას; 91-100 ქულის მოპოვების შემთხვევაში სტუდენტს სწავლის საფასური 100 პროცენტით დაუფინანსდება.

სახელმწიფო გრანტის მქონე სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსება

თუ სტუდენტს მოპოვებული აქვს 30%, 50% ან 70% სახელმწიფო სასწავლო გრანტი, მას სწავლის საფასურის დაფინანსება შეევსება 100 პროცენტამდე.

დოკუმენტები, რომლებიც საჭირო თბილისის მერიაში განაცხადის წარსადგენად

პირადობის მოწმობის ასლი; ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიანი ბაზიდან; ცნობა უნივერსიტეტიდან წლიური გადასახადის მითითებით; უნივერსიტეტის საბანკო რეკვიზიტები და ანგარიშფაქტურა; უნივერსიტეტის მიერ გაცემული აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი; რეკომენდაცია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან და სამოტივაციო წერილი.

წყარო: imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close