newsიტალიაკულტურა

უმბერტო ეკოს „ვარდის სახელის“ მოტივებზე შექმნილი სერიალის მსოფლიო პრემიერა 4 მარტს გაიმართება

უმბერტო ეკოს რომანის, „ვარდის სახელის“ მოტივებზე გადაღებული ახალი ტელესერიალის მსოფლიო პრემიერა ორშაბათს, 4 მარტს გაიმართება, – ამის თაობაზე ინფორმაცია დღეს RAINEWS-მა გაავრცელა.

ერთობლივი იტალიურ-გერმანული სერიალის სცენარის ავტორი და რეჟისორია იტალიელი რეჟისორი და მწერალი ჯაკომო ბატიატო.

ფრანცისკელი ბერის, ინგლისელი ვილჰელმ ბასკერვილელის როლს, რომელიც იტალიის ჩრდილოეთში მდებარე მონასტერში იდუმალებით მოცული მკვლელობების სერიას იძიებს, ჯონ ტურტურო ასრულებს, ინკვიზიტორ ბერნარდ გის როლი კი რუპერტ ევერეტს ერგო; ფილმში, აგრეთვე, მონაწილეობენ მაიკლ ემერსონი და დამიან ჰარდუნგი.

ეს ეკრანიზაცია უმბერტო ეკოს ყველაზე ცნობილი რომანის მეორე ადაპტაციაა – ეკოს ინტელექტუალური დეტექტივი ბენედიქტელთა მონასტერში მე-14 საუკუნეში მომხდარ იდუმალებით მოცულ მკვლელობებზე პირველად რეჟისორმა ჟან-ჟაკ ანომ (Jean-Jacques Annaud) გადაიტანა ეკრანზე 1986 წელს. ფილმში ვილჰელმ ბასკერვილელის როლი შონ კონერიმ შეასრულა, ხოლო ინკვიზიტორის როლი – მიურეი აბრაჰამმა. მიუხედავად კინოსურათის წარმატებისა, თავად უმბერტო ეკო მისით უკმაყოფილო დარჩა და გადაწყვიტა, კინოს შემქმნელებთან მეტად აღარ დაეჭირა საქმე, თუმცა საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ახლახან დასრულებული სერიალის იდეის გაცნობა მწერალმა გარდაცვალებამდე (2016 წ.) მოასწრო.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close