მედიცინამსოფლიოnews

საფრანგეთი მზადაა დაუშვას კანაბისის სამედიცინო მიზნებით გამოყენება

საფრანგეთი მზად არის შეურთდეს იმ 30-მდე ქვეყანას, სადაც კანაბისი (მარიხუანა) დაშვებულია სამედიცინო მიზნებით, კერძოდ, ნევროლოგიური ტკივილისა და ეპილეფსიის ზოგიერთი ფორმის სამკურნალოდ, – ამის შესახებ გამოცემა BFM TV იუწყება.

საფრანგეთის სამკურნალო საშუალებების უსაფრთხოების ეროვნულმა სააგენტომ განაცხადა, რომ  მზადაა 2019 წლის ბოლომდე ჩაატაროს ექსპერიმენტი კანაბისით მკურნალობის სფეროში. დადებითი იყო ექსპერტთა კომიტეტის დასკვნაც მარიხუანას თერაპიული გამოყენების თაობაზე.

2019 წლის იანვრიდან ივნისამდე პერიოდში ექსპერტების ჯგუფი გადაწყვეტს, რომელი დაავადებების დროს იქნება შესაძლებელი კანაბისის დანიშვნა სამკურნალოდ, როგორი ფორმით და რა ფასად.

გამოცემა აღნიშნავს, რომ მარიხუანას წარმოება, გაყიდვა და მოწევა მთლიანად დაშვებულია ორ ქვეყანაში – კანადასა და ურუგვაიში, ამასთან, 30-მდე სხვა ქვეყანა უშვებს სამედიცინო მიზნით მის გამოყენებას. ამ ქვეყნებს შორისაა, მაგალითად, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, იტალია, ესპანეთი და ტაილანდი.

შეგახსენებთ, რომ 2013 წლის დეკემბერში ურუგვაის სენატმა დაამტკიცა კანონი კანაფის ბაზრის სახელმწიფო რეგულირების შესახებ, რომლის თანახმადაც, 18 წელზე უფროსი ასაკის მოქალაქეს უფლება აქვს თვეში 40 გრამამდე მარიხუანა შეიძინოს. კანადა იყო მეორე ქვეყანა, სადაც 2016 წელს მარიხუანას ლეგალიზაცია მოხდა.

წყარო: https://www.bfmtv.com/search?q=cannabis&filter=0

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close