მსოფლიოnewsიტალიაკრიმინალი

მოხუცმა კაცმა ალცჰაიმერით დაავადებული ცოლი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა

93 წლის იტალიელმა მამაკაცმა თავისი 91 წლის ცოლი ბლაგვი საგნის ჩარტყმით მოკლა და თვითონ მე-4 სართულიდან გადმოხტა. მოხუცმა თავის ერთადერთ ქალიშვილს სიკვდილის წინ წერილი დაუტოვა: „მაპატიე, თუ შეგიძლია“.

ტრაგიკული შემთხვევა დილის 6:30 საათზე მოხდა ბოლონიაში, მონტეფიორინოს ქუჩაზე, ქალაქის სტადიონის წინ.

შემთხვევას სახლის წინ მდებარე კაფეს ბარმენი შეესწრო, რომელიც ამ დროს კაფეს აღებდა. იგი მოხუცებულ ცოლ-ქმარს კარგად იცნობდა. სწორედ მან გამოიძახა პოლიცია შემთხვევის ადგილზე.  ბარმენის თქმით, მოხუცი მასთან ყავის სასმელად მიდიოდა ხოლმე, წინა დღითაც გაუმასპინძლდა ყავით და ძალიან ნაღვლიანი მოეჩვენა. როგორც ჩანს, მოხუცი კაცი უკიდურესი სასოწარკვეთილების მდგომარეობაში იყო, რადგან შერყეული ჯანმრთელობის გამო ვეღარ უვლიდა ალჰაიმერით დაავადებულ ცოლს, რომელიც ქმარს დიდი ხანია ვეღარც კი ცნობდა.

წყარო: https://www.informazione.it

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close