fbpx
კრიმინალიმსოფლიოიტალია

იტალიის შს მინისტრი პირადად დაჯდა ექსკავატორზე და მაფიის ვილა დაანგრია

იტალიის შს მინისტრმა მატეო სალვინიმ პირადი მაგალითით უჩვენა, როგორ უნდა ებრძოლო მაფიას – ინფორმაცია იტალიურმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს.

პარტია „ლიგის“ ქარიზმატულმა ლიდერმა თავზე ჩაფხუტი დაიფარა, პირადად დაჯდა ექსკავატორის საჭესთან და დაიწყო რომში იმ ვილების დანგრევა, რომლებიც ადრე ერთ-ერთ მაფიოზურ დაჯგუფებას ეკუთვნოდა.

ამ ადგილას, მინისტრის თქმით, საბავშვო მოედანი მოეწყობა.

მოგვიანებით კი, ჟურნალისტებთან საუბრისას სალვინიმ პირობა დადო, რომ მაფიასთან უკომპრომისო ბრძოლა ექნება და მიწასთან გაასწორებს მათ ყველა ვილას და სხვა უკანონო ნაგებობებს.

სალვინიმ შს მინისტრის პოსტზე დანიშვნისთანავე, ივნისში პირობა დადო, რომ მკაცრ პოლიტიკას გაატარებს ორგანიზებული დანაშაულისა და არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ.

გასულ კვირაში იტალიაში დანაშაულებრივი დაჯგუფებებისთვის საკუთრების ჩამორთმევის მასშტაბური კამპანია მიმდინარეობდა, კერძოდ, მთავრობამ ქვეყნის დედაქალაქში 8 ვილის კონფისკაცია მოახდინა, რომლებიც ცნობილ მაფიოზებს ეკუთვნოდათ. რეიდში 600 პოლიციელი მონაწილეობდა.

როგორც რომის მერმა ვირჯინია რაჯიმ აღნიშნა, დაგეგმილია, რომ ყველა ეს უკანონო ნაგებობა წლის ბოლომდე დაინგრევა.

იხილე ვიდეო, როგორ ანგრევს სალვინი მაფიის კუთვნილ ვილას.

კომენტარები
თეგები
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close