დღის თემავიდეოპოლიტიკასაზოგადოებაქართველები უცხოეთშისაბერძნეთისაქართველო

საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის მიმდინარეობა ათენში – ორი ვიდეო

საბერძნეთის დროით შუადღის 12 საათისთვის ათენში საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის მიმდინარეობის შესახებ ჩვენი კორესპონდენტი ინფორმაციას გვაწვდის. მისი თქმით, არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, საარჩევნო უბანზე საკმაოდ ხალხმრავლობაა.

ავტობუსები შეზღუდული გრაფიკით გადაადგილდებიან, თუმცა გზები თავისუფალია, საცობები არ არის და ჩვენს თანამემამულეებს საქართველოს საკონსულოში გახსნილ საარჩევნო უბნებზე მისასვლელად ამ მხრივ პრობლემები არ ექმნებათ.

როგორც ცნობილია, იმის გამო, რომ დღეს საბერძნეთში სამუშაო დღეა, ხმის მიცემის პროცედურა ათენსა და თესალონიკში გახსნილ საარჩევნო უბნებზე, ცესკოს გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრის 24:00 საათამდე (ანუ ღამის 12 საათამდე საბერძნეთის დროით) გაგრძელდება, 24:00 საათზე კი საარჩევნო უბნები დაიკეტება.

28 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 528 658-ს შეადგენს, რაც 9 781 ამომრჩევლით მეტია, ვიდრე პირველ ტურში. მათ შორის, საქართველოს საზღვრებს გარეთ რეგისტრირებულია 14 929 ამომრჩეველი.

შეგახსენებთ, რომ პირველ ტურში საზღვარგარეთ რეგისტრირებული იყო 14 808 ამომრჩეველი, მათგან კანდიდატებს ხმა მისცა 5473-მა ამომრჩეველმა. მეორე ტურისთვის საზღვარგარეთ რეგისტრირებულია 121 ამომრჩევლით მეტი.

იხილეთ ათენში გადაღებული ორი ვიდეო: პირველი უშუალოდ შენობაშია გადაღებული, მეორე კი – საქართველოს საელჩოს გარეთ.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close