ათენში ექვთიმე თაყაიშვილის შესახებ ფილმის პრემიერა გაიმართება
2018 წლის 25 ნოემბერს საბერძნეთის ქალაქ ათენში ქართული ემიგრაციისთვის მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიება გაიმართება. შემოქმედებითი გაერთიანება „ლამარია“, რომლის ხელმძღვანელები არიან ლიგია მუშკუდიანი და ინგა ფალავანდიშვილი, ისტორიულ-ბიოგრაფიული ფილმის, „ექვთიმე ღვთისკაცის“ ჩვენებას აწყობენ.
„ექვთიმე ღვთისკაცი“ – რეჟისორ ნიკოლოზ ხომასურიძის ისტორიულ-ბიოგრაფიული ფილმია, რომლის პრემიერაც 2018 წლის 20 იანვარს გაიმართა. მთავარ როლს ასრულებს მსახიობი რეზო ჩხიკვიშვილი.
1921 წლის თებერვალში, როდესაც საბჭოთა წითელი არმია შემოიჭრა საქართველოში, მთავრობამ გადაწყვიტა შეეკრიბათ სახაზინო ქონება და სამუზეუმო განძი და გაქცეულიყვნენ საფრანგეთში ემიგრაციაში. მათ სამუზეუმო განძის შეკრება დაავალეს ექვთიმე თაყაიშვილს და მის მცველად დანიშნეს. ფილმის სიუჟეტი ეხება ექვთიმე თაყაიშვილის (მსახიობი – რეზო ჩხიკვიშვილი) ურთულეს ცხოვრებასა და მოღვაწეობას, რომელიც ძირითადად მოიცავს მის მიერ 39 ყუთში განთავსებული საგანძურის დაცვისა და მისი დაბრუნების ისტორიას საფრანგეთში ემიგრაციის პერიოდში 1921-1945 წლებში. ფილმს თან გასდევს ექვთიმესა და მისი ულამაზესი მეუღლისა და თანამებრძოლის ნინო პოლტორაცკაიას (მსახიობი – ანა წერეთელი) სიყვარულის ამბავი.
ექვთიმემ ისე დაიცვა ქართული საგანძური მსოფლიოს ცნობილი მუზეუმებისგან, მდიდარი კოლექციონერებისგან, სასამართლო დავების, კრიმინალებისა და ფაშისტებისგან, გაუძლო ყველანაირ ცდუნებას და არასოდეს უღალატია იმ უზენაესი ზნეობრივი პრინციპებისა და სამშობლოს სიყვარულისთვის, რომელიც მარადიულად რჩება ამ სამყაროში.
ფილმის ჩვენების შემდეგ მოეწყობა შეხვედრა შემოქმედებით ჯგუფთან.
მისამართი: კონოთეატრი STUDIO.
ათენი, ამერიკის მოედანი, სტავროპულუს ქ. 33
დასაწყისი: 15:00 სთ.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია, „თბილისი ტურის“ ოფისში.
მისამართი: ზინონოს ქ. 17
საკონტაქტო ტელეფონები:
699 8764899-694 2970288-694 0033122-699 8290949
იხილე პრემიერის პრეზენტაცია:
ცნობილი ქართველი ხელოვანები და ტელეწამყვანები ათენში ფილმის პრემიერის თაობაზე თავიანთ აზრს გამოთქვამენ:
კომენტარები