საზოგადოებაქართველები უცხოეთშისაბერძნეთი

ALFA TV-ს მორიგი სიუჟეტი საბერძნეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების შესახებ

გუშინ, პირველ ნოემბერს, ათენის დროით 10:30 სთ-ზე საბერძნეთის ტელევიზიის, Alpa TV-ს გადაცემაში Alpha ΡΕΠΟΡΤΑΖ გავიდა მეორე სიუჟეტი საბერძნეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების შესახებ.

სიუჟეტში საუბარია, რომ ქართული თემი საბერძნეთში მრავალრიცხოვანია. ქართველი ემიგრანტები აღნიშნავენ, კმაყოფილები არიან საბერძნეთში ცხოვრებით, რადგან ერთმორწმუნე ქვეყანაა და ბერძნებიც მართლმადიდებლები არიან, როგორც ქართველები.

სიუჟეტში ნაჩვენებია, როგორ მიმდინარეობს წირვა ქართულ ენაზე. მღვდელი ამბობს, რომ წირვა ქართულად თვეში ერთხელ ტარდება და ამიტომ ამ დღეს ბევრი ქართველი მოდის, რადგან მათთვის უფრო ადვილია მშობლიურ ენაზე საეკლესიო მსახურების და ქადაგების მოსმენა.

აღსანიშნავია,რომ საქართველოს და საბერძნეთის მთავრობათა შეთანხმებით, საჯარო სკოლაში ქართული ენის გაკვეთილები ტარდება და, ამრიგად, ქართველი ბავშვები საკუთარ ფესვებს არ წყდებიან, საკუთარ იდენტობას არ კარგავენ.

სიუჟეტის ბოლოს ხაზგასმულია, რომ ქართველი მოხალისეები სხვა უცხოელებთან ერთად აქტიურად მონაწილეობდნენ ზაფხულში საბერძნეთში მომხდარი მასშტაბური ხანძრით დაზარალებულთა დახმარების ღონისძიებებში.

შეგახსენებთ, რომ Alpa TV-ს ეთერით სიუჟეტების ჩვენების ინიციატორი არის საქართველოს საელჩო საბერძნეთის რესპუბლიკაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რომლის მეშვეობითაც ბერძნული საზოგადოება ეცნობა, როგორ ცხოვრობენ ქართველი იმიგრანტები, როგორ იმკვიდრებენ თავს და რა წვლილი შეაქვთ საბერძნეთის საზოგადოებრივ ცხოვრებასა და ქვეყნის განვითარებაში.

გიორგი ჯანელიძე

ნახეთ მეორე სიუჟეტი:

საქართველოს საელჩოს მიერ ინიცირებული მორიგი სიუჟეტი ქართული დიასპორის შესახებ

საქართველოს საელჩოს მიერ ინიცირებული მორიგი სიუჟეტი ქართული დიასპორის შესახებ ბერძნულ საზოგადოებას მოუთხრობს, თუ როგორ მოღვაწეობენ ჩვენი თანამემამულეები ქართული კულტურისა და ენის შესანარჩუნებლად, რა საქმიანობას ახორციელებენ სამეცნიერო, საგანმანათლებლო, ხელოვნების სფეროებში, როგორ ინარჩუნებენ სამშობლოსთან კულტურულ და სულიერ კავშირებს, როგორ იღწვიან ჩვენი მომავალი თაობის ქართულ ტრადიციებზე აღსაზრდელად.სიუჟეტში ასახულია საბერძნეთის საჯარო სკოლებში ქართული ენის შესწავლის პირველი პროგრამა, რომელიც 2016 წელს ამოქმედდა. სიუჟეტი ასევე ხაზს უსვამს იმ დიდ ენთუზიაზმსა და სითბოს, რომლითაც საბერძნეთის ქართულმა დიასპორამ მონაწილეობა მიიღო მიმდინარე წლის აგვისტოში ხანძრის შედეგების აღმოფხვრასა და საბერძნეთის დაზარალებული მოქალაქეების დახმარებაში.

Gepostet von საქართველოს საელჩო საბერძნეთში/Embassy of Georgia to the Hellenic Republic am Freitag, 2. November 2018

წინა სიუჟეტის სანახავად გადადით ლინკზე:

ბერძნული ტელევიზიის სიუჟეტები საბერძნეთში ქართული დიასპორის შესახებ

კომენტარები

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close