ALFA TV-ს მორიგი სიუჟეტი საბერძნეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების შესახებ

გუშინ, პირველ ნოემბერს, ათენის დროით 10:30 სთ-ზე საბერძნეთის ტელევიზიის, Alpa TV-ს გადაცემაში Alpha ΡΕΠΟΡΤΑΖ გავიდა მეორე სიუჟეტი საბერძნეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების შესახებ.

სიუჟეტში საუბარია, რომ ქართული თემი საბერძნეთში მრავალრიცხოვანია. ქართველი ემიგრანტები აღნიშნავენ, კმაყოფილები არიან საბერძნეთში ცხოვრებით, რადგან ერთმორწმუნე ქვეყანაა და ბერძნებიც მართლმადიდებლები არიან, როგორც ქართველები.

სიუჟეტში ნაჩვენებია, როგორ მიმდინარეობს წირვა ქართულ ენაზე. მღვდელი ამბობს, რომ წირვა ქართულად თვეში ერთხელ ტარდება და ამიტომ ამ დღეს ბევრი ქართველი მოდის, რადგან მათთვის უფრო ადვილია მშობლიურ ენაზე საეკლესიო მსახურების და ქადაგების მოსმენა.

აღსანიშნავია,რომ საქართველოს და საბერძნეთის მთავრობათა შეთანხმებით, საჯარო სკოლაში ქართული ენის გაკვეთილები ტარდება და, ამრიგად, ქართველი ბავშვები საკუთარ ფესვებს არ წყდებიან, საკუთარ იდენტობას არ კარგავენ.

სიუჟეტის ბოლოს ხაზგასმულია, რომ ქართველი მოხალისეები სხვა უცხოელებთან ერთად აქტიურად მონაწილეობდნენ ზაფხულში საბერძნეთში მომხდარი მასშტაბური ხანძრით დაზარალებულთა დახმარების ღონისძიებებში.

შეგახსენებთ, რომ Alpa TV-ს ეთერით სიუჟეტების ჩვენების ინიციატორი არის საქართველოს საელჩო საბერძნეთის რესპუბლიკაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რომლის მეშვეობითაც ბერძნული საზოგადოება ეცნობა, როგორ ცხოვრობენ ქართველი იმიგრანტები, როგორ იმკვიდრებენ თავს და რა წვლილი შეაქვთ საბერძნეთის საზოგადოებრივ ცხოვრებასა და ქვეყნის განვითარებაში.

გიორგი ჯანელიძე

ნახეთ მეორე სიუჟეტი:

წინა სიუჟეტის სანახავად გადადით ლინკზე:

ბერძნული ტელევიზიის სიუჟეტები საბერძნეთში ქართული დიასპორის შესახებ

კომენტარები
Загрузка...