სამზარეულო
ქათმის ფილე არაჟნის სოუსში
საჭირო პროდუქტი:
400 გ ქათმის ფილე, 50 მლ რძე, 5 ს/კ არაჟანი, 1 ს/კ ფქვილი, 200 გ წყალი, 2 თავი ხახვი, 5 კბილი ნიორი, 1/2 ჩ/კ ხმელი სუნელი, 1/3 ჩ/კ ძირა, კამა, მარილი და პილპილი.
მომზადების წესი:
ქათმის ფილე დაჭერით ნაჭრებად, ხახვი – ალყა-ალყად. ხახვი მოშუშეთ, ქათამი კი ცალკე დაბრაწეთ. რძეში გახსენით ფქვილი, დაუმატეთ არაჟანი, წყალი, მარილი, სუნელები და ქათმის ფილეს ნაჭრებს დაასხით; წამოდუღების შემდეგ დაუმატეთ მოშუშული ხახვი და განაგრძეთ შუშვა, სანამ ფილე არ მომზადდება. ბოლოს უყავით დაჭყლეტილი ნიორი, პილპილი და დაკეპილი მწვანილი.
კომენტარები