დღის თემავიდეომსოფლიოსაზოგადოება
წმინდა ცეცხლის გარდამოსვლა მაცხოვრის აღდგომის ტაძარში (ვიდეო)
იერუსალიმში, ქრისტეს აღდგომის ტაძარში მორწმუნეებმა წმინდა ცეცხლის გარდამოსვლა იზეიმეს.
ცეცხლი, ტრადიციისამებრ, მაცხოვრის საფლავზე მდებარე კუვუკლიიდან იერუსალიმის პატრიარქმა გამოიტანა.
საქართველოს დელეგაცია იერუსალიმში იმყოფება, ისინი წმინდა ცეცხლს საღამოს საქართველოში ჩამოაბრძანებენ და სიონის საკათედრო ტაძარში მიიტანენ, სადაც სააღდგომო მსახურებას პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიო გამართავს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 22 მარტს სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალეს.
წმინდა ცეცხლს ჭეშმარიტების ნათელს უწოდებენ, რომელიც სიმბოლურად იესო ქრისტეს აღდგომას განასახიერებს.
აღდგომის ტაძარი იერუსალიმში IV საუკუნეში დედოფალ ელენეს ბრძანებით აშენდა. ამ ტაძარში მდებარეობს მაცხოვრის საფლავი.



