დღის თემასაქართველო

„საქართველო, მიყვარხარ!“ – ილია მეორე სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალეს

დღეს, 2026 წლის 22 მარტს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე თბილისში, სიონის ტაძარში დაკრძალეს. დასრულდა 5-დღიანი გლოვა, რომელიც პატრიარქის გარდაცვალების დღეს გამოცხადდა.

ილია მეორე ტაძარში საკურთხევლის მარცხენა მხარეს, ამბიონის სიახლოვეს დაკრძალეს.

პატრიარქის ნეშტს სამებიდან სიონამდე ზღვა ხალხი მიაცილებდა.

ილია მეორე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეცხრე პატრიარქია, რომელმაც სამუდამო განსასვენებელი სიონის საკათედრო ტაძარში პოვა – ასეთი იყო თავად პატრიარქის სურვილი. აღსანიშნავია, რომ სწორედ სიონში მოხდა მისი აღსაყდრება 1977 წლის 25 დეკემბერს. იმ დღიდან იგი თითქმის ნახევარი საუკუნე, 48 წელზე მეტხანს უძღვებოდა საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიას.

„საქართველო, მიყვარხარ! საქართველო, მიყვარხარ! საქართველო, მიყვარხარ!“ – პატრიარქის ეს სიტყვები გაისმა სიონის ტაძარში, დაკრძალვის წინ.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს გარდაიცვალა 93 წლის ასაკში.

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close