სპორტი

ისტორიაში პირველად – ქართველი მოციგურავეები მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონები გახდნენ (ვიდეო)

ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ ვერცხლის მედლები მოიპოვეს

პრაღაში მიმდინარე 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში მედლების პირველი კომპლექტი გათამაშდა და საქართველოს ნაკრების წევრებმა, ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ ვერცხლის მედლები მოიპოვეს.

მეტელკინა-ბერულავას წყვილმა დღეს თავისუფალი პროგრამა წარადგინა სპორტულ ცეკვებში. მოკლე პროგრამის შემდეგ ისინი მეორე ადგილზე იყვნენ. მათ თავისუფალი პროგრამა ბრწყინვალედ შეასრულეს, მსაჯებისგან 138.96 ქულა დაიმსახურეს და ჯამში 218.41 ქულით მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალს დაეუფლნენ. ეს პირველი მედალია მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოსთვის.

ჩემპიონები გახდნენ გერმანიის წარმომადგენლები, მინერვა ფაბიენ ჰასე და ნიკიტა ვოლოდინი 228,33 ქულით, რაც მათთვის პირადი რეკორდია. მესამე ადგილი კი კანადელებმა – ლია პერეირამ და ტრენტ მიშომ დაიკავეს 216,09 ქულით – მათაც პირადი რეკორდი დაამყარეს და პირველად ავიდნენ მსოფლიო ჩემპიონატის კვარცხლბეკზე.

ორგზის მსოფლიო ჩემპიონები (2023 და 2025 წლებში) და წლევანდელი ზამთრის ოლიმპიადის გამარჯვებულები, რიკუ მიურა და რიუტი კიხარა პრაღაში არ ჩავიდნენ – მათ ოლიმპიადაზე ტრიუმფის შემდეგ სეზონი ადრიანად დაასრულეს.

შეგახსენებთ, რომ ლუკა და ანასტასია 2026 წლის ზამთრის ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორებიც არიან – მათ საქართველოს ზამთრის ოლიპიადაზე ისტორიაში პირველი მედალი მოუპოვეს.

ნუცა ყაველაშვილი

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close