newsსაქართველო
საქართველოში მიწისძვრა მოხდა – სად იყო ეპიცენტრი?

საქართველოში 3,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ბიძგები თბილისის დროით 13:57 საათზე დაფიქსირდა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ დმანისიდან დასავლეთით, 19 კმ-ის დაშორებით იყო, სოფელ მამიშლარიდან 4 კმ-ში.



