ეროვნული ბანკი იპოთეკური სესხის აღების წესს დროებით ცვლის

საქართველოს ეროვნულ ბანკში ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის სხდომა გაიმართა, სადაც მარეგულირებელმა რამდენიმე ახალი გადაწყვეტილება მიიღო.
ერთ-ერთი გადაწყვეტილების თანახმად, ფიზიკურ პირებზე ლარში გაცემული უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხებისთვის სესხის უზრუნველყოფის კოეფიციენტი 5 პროცენტით, 90 პროცენტამდე იზრდება, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც ბინის შეძენა სურს, პირველადი შენატანის სახით, 15 პროცენტის ნაცვლად, ბინის ღირებულების 10 პროცენტის გადახდა მოუწევს.
„ეკონომიკური აქტივობის ნორმალიზების ფონზე, უძრავი ქონების ბაზარზე მდგრადი აქტივობის შენარჩუნების მიზნით, ეროვნული ბანკი სესხის უზრუნველყოფის კოეფიციენტის (LTV) მაქსიმალურ მაჩვენებელს ფიზიკურ პირებზე ლარში გაცემული უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხებისთვის დროებით 5 პროცენტული პუნქტით, 90%-მდე, ზრდის. ასევე, 10 პროცენტული პუნქტით, 80%-მდ, გაიზრდება სესხის უზრუნველყოფის კოეფიციენტი იპოთეკურ სესხებზე საქართველოს ფარგლებს გარედან შემოსავლის მიმღებთათვის. აღნიშნული ცვლილებები ხელს შეუწყობს იპოთეკურ სესხებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას“, – აღნიშნულია სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კომენტარები