ჯანმრთელობარჩევები

მაგნიტური შტორმების დეტალური განრიგი 2025 წლის თებერვლისთვის

თუ მოულოდნელად დაკარგეთ მადა, არ გსურთ არსად წასვლა და, უბრალოდ, ვერ დგებით საწოლიდან, შესაძლებელია მაგნიტური ქარიშხლების „მახეში“ გაებით. საბედნიეროდ, მეცნიერები რეგულარულად აკვირდებიან მზეს და მის აქტივობას, ასე რომ, წინასწარ შეგვიძლია დავიჭიროთ თადარიგი – ავიღოთ დასვენების დღე ან გამოვრთოთ ტელეფონები, რომ ზედმეტი სტრესი ავიცილოთ თავიდან. 

როგორც ცნობილია, მაგნიტური ქარიშხლის სიძლიერე იზომება K-ინდექსით, 2-იდან 9 ნიშნულამდე. 4 ან მეტი ნიშნული მიუთითებს ძლიერ ქარიშხალზე, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენს ჯანმრთელობაზე.

Meteoagent-მა მოამზადა მაგნიტური შტორმების დეტალური განრიგი 2025 წლის თებერვლისთვის, რათა დროულად მოემზადოთ ზამთრის ბოლო თვის ყველაზე სახიფათო დღეებისთვის.

1-ლი თებერვალი – K-ინდექსი 5, ძლიერი მაგნიტური ქარიშხალი;
2 თებერვალი – K-ინდექსი 4, საშუალო სიძლიერის მაგნიტური ქარიშხალი;

3 თებერვალი – K-ინდექსი 2, მზის დაბალი აქტივობა;
4 თებერვალი – K-ინდექსი 2, მზის დაბალი აქტივობა;
5 თებერვალი – K-ინდექსი 2, მზის დაბალი აქტივობა;
6 თებერვალი – K-ინდექსი 3, სუსტი მზის ქარიშხალი;
7 თებერვალი – K-ინდექსი 3, სუსტი მზის ქარიშხალი;
8 თებერვალი – K-ინდექსი 3, სუსტი მზის ქარიშხალი;
9 თებერვალი – K-ინდექსი 2, მზის დაბალი აქტივობა;

10 თებერვალი – K-ინდექსი 4, საშუალო სიძლიერის მაგნიტური ქარიშხალი;
11 თებერვალი – K-ინდექსი 5, ძლიერი მაგნიტური ქარიშხალი;
12 თებერვალი – K-ინდექსი 4, საშუალო სიძლიერის მაგნიტური ქარიშხალი;
13 თებერვალი – K-ინდექსი 5, ძლიერი მაგნიტური ქარიშხალი;

14 თებერვალი – K-ინდექსი 3, სუსტი მზის ქარიშხალი;
15 თებერვალი – K-ინდექსი 3, სუსტი მზის ქარიშხალი;
16 თებერვალი – K-ინდექსი 3, სუსტი მზის ქარიშხალი;
17 თებერვალი – K-ინდექსი 2, მზის დაბალი აქტივობა;
18 თებერვალი – K-ინდექსი 2, მზის დაბალი აქტივობა;
19 თებერვალი – K-ინდექსი 2, მზის დაბალი აქტივობა;
20 თებერვალი – K-ინდექსი 2, მზის დაბალი აქტივობა;
21 თებერვალი – K-ინდექსი 2, მზის დაბალი აქტივობა;
22 თებერვალი – K-ინდექსი 2, მზის დაბალი აქტივობა;
23 თებერვალი – K-ინდექსი 2, მზის დაბალი აქტივობა;
24 თებერვალი – K-ინდექსი 2, მზის დაბალი აქტივობა;
25 თებერვალი – K-ინდექსი 2, მზის დაბალი აქტივობა;
26 თებერვალი – K-ინდექსი 2, მზის დაბალი აქტივობა;

27 თებერვალი – K-ინდექსი 4, საშუალო სიძლიერის მაგნიტური ქარიშხალი;
28 თებერვალი – K-ინდექსი 4, საშუალო სიძლიერის მაგნიტური ქარიშხალი.

როგორც ექსპერტები გვაფრთხილებენ, ეს წინასწარი პროგნოზია და შესაძლოა შეიცვალოს ერთი თვის განმავლობაში.

მაგნიტური ქარიშხლის ადამიანზე ზემოქმედების ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია:

  • თავის ტკივილი
  • სისუსტე
  • თავბრუსხვევა
  • გულისრევა
  • სახსრებისა და კუნთების ტკივილი
  • არტერიული წნევის მკვეთრი ცვალებადობა
  • ძილის დარღვევები (უძილობა ან ძილიანობა)
  • ძლიერი დაღლილობის შეგრძნება

როგორ დავიცვათ თავი მაგნიტური ქარიშხლის უარყოფითი გავლენისგან

  • გააკონტროლეთ არტერიული წნევა;
  • თან გქონდეთ აუცილებელი წამლები (ვისაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებები გაწუხებთ);
  • თავიდან აიცილეთ სტრესი და ნეგატიური ემოციები;
  • შეზღუდეთ მავნე, არაჯანსაღი საკვები, ალკოჰოლი და სიგარეტი, რაციონი გაამდიდრეთ ხილით და ბოსტნეულით;
  • დალიეთ დღეში მინიმუმ 1,5-2 ლიტრი სითხე სხეულის წონის მიხედვით, უმეტესად წყალი, აგრეთვე, ახალი კომპოტები – სასურველია უშაქროდ, თუ ტკბილს ვერ ელევით, თაფლით დაატკბეთ;
  • რეგულარულად გაანიავეთ ოთახი, განსაკუთრებით ძილის წინ;
  • მეტი იმოძრავეთ, თუ ფიზიკურ ვარჯიშს ვერ შეძლებთ, სუფთა ჰაერზე ფეხით ისეირნეთ, რაც მეტხანს, მით უკეთესი. გაითვალისწინეთ, რომ რეგულარულობას დიდი მნიშვნელობა აქვს.

განსაკუთრებული გაფრთხილება

ექსტრემალური კოსმოსური და გეოფიზიკური სიტუაციები განსაკუთრებულ ზემოქმედებას ახდენს ბავშვებზე. როგორც დაკვირვებებმა აჩვენა, ამ დროს ბავშვებს უვითარდებათ ნერვული, ენდოკრინული, გულსისხლძარღვოვანი, სასუნთქი და სხვა სისტემების ფუნქციონალური მოშლა.

ამასთან, ბავშვი განიცდის დისკომფორტს, რომელსაც ვერ ხსნის. თავს იჩენს ძილის რეჟიმის მოშლა, მოუსვენრობა, ტირილი, ეკარგება მადა, შესაძლოა აუწიოს ტემპერატურამ.

ამ დროს ბავშვს მშობლებისა და ახლობლების დიდი ყურადღება სჭირდება, ვინაიდან ასეთ მომენტებში შეიძლება ძალიან აღგზნებული და გრესიული გახდეს, გაუჭირდეს ყურადღების კონცენტრაცია და საშინაო დავალებების შესრულება.

თუ ამ პერიოდში მშობლები თუ პედაგოგები ბავშვს სათანადოდ არ მოექცევიან და ვერ გაუგებენ მას, მოზარდის უარყოფითი ემოციური ფონი კიდევ უფრო გაძლიერდება და შესაძლოა კონფლიქტური სიტუაციებიც კი წარმოიშვას.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close