ჯანმრთელობარჩევები

მძიმე დღეები დეკემბერში – მაგნიტური ქარიშხლების კალენდარი

მეცნიერთა წინასწარი შეფასებით, გეომაგნიტური აქტივობის თვალსაზრისით ზამთრის პირველი თვე საკმაოდ მშვიდი იქნება. თუმცა რამდენიმე არახელსაყრელი დღე მაინც არის მოსალოდნელი.

მაგნიტური ქარიშხლის კალენდარი 2024 წლის დეკემბერში

1-ელ დეკემბერს, დიდი ალბათობით, ძლიერი მაგნიტური ქარიშხალია მოსალოდნელი, რომელიც მეორე დღეს შესუსტდება და 3 დეკემბერს ჩაცხრება;

6-7 დეკემბერს მეცნიერები საშუალო სიძლიერის გეოშტორმს წინასწარმეტყველებენ;

ძლიერი ქარიშხალია მოსალოდნელია 15-17 დეკემბერს, რომელიც პიკს 16 დეკემბერს მიაღწევს;

თვის ბოლოს, 29-31 დეკემბერს სავარაუდოა სუსტი მაგნიტური ქარიშხალი.

როგორ მოქმედებს მაგნიტური ქარიშხლები ადამიანის ჯანმრთელობაზე

ადამიანზე მაგნიტური ქარიშხლების ზეგავლენას სწავლობს ცალკე სამეცნიერო მიმართულება – ჰელიობიოლოგია, რომელიც ცდილობს გაარკვიოს, არის თუ არა კავშირში ადამიანის დაავადებების განვითარებასთან მზის აქტივობის ცვლილებები და გეომაგნიტური ქარიშხლები.

გეომაგნიტური ქარიშხლის ზემოქმედება ყველაზე ხშირად ვლინდება ამინდზე დამოკიდებულ და გულ-სისხლძარღვთა პრობლემების მქონე ადამიანებში.

მაგნიტური ქარიშხლის ადამიანზე ზემოქმედების ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია:

  • თავის ტკივილი
  • სისუსტე
  • თავბრუსხვევა
  • გულისრევა
  • სახსრებისა და კუნთების ტკივილი
  • არტერიული წნევის მკვეთრი ცვალებადობა
  • ძილის დარღვევები (უძილობა ან ძილიანობა)
  • ძლიერი დაღლილობის შეგრძნება

როგორ დავიცვათ თავი მაგნიტური ქარიშხლის უარყოფითი გავლენისგან

  • გააკონტროლეთ არტერიული წნევა;
  • თან გქონდეთ აუცილებელი წამლები (ვისაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებები გაწუხებთ);
  • თავიდან აიცილეთ სტრესი და ნეგატიური ემოციები;
  • შეზღუდეთ მავნე, არაჯანსაღი საკვები, ალკოჰოლი და სიგარეტი, რაციონი გაამდიდრეთ ხილით და ბოსტნეულით;
  • დალიეთ დღეში მინიმუმ 1,5-2 ლიტრი სითხე სხეულის წონის მიხედვით, უმეტესად წყალი, აგრეთვე, ახალი კომპოტები – სასურველია უშაქროდ, თუ ტკბილს ვერ ელევით, თაფლით დაატკბეთ;
  • რეგულარულად გაანიავეთ ოთახი, განსაკუთრებით ძილის წინ;
  • მეტი იმოძრავეთ, თუ ფიზიკურ ვარჯიშს ვერ შეძლებთ, სუფთა ჰაერზე ფეხით ისეირნეთ, რაც მეტხანს, მით უკეთესი. გაითვალისწინეთ, რომ რეგულარულობას დიდი მნიშვნელობა აქვს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close