ჰოროსკოპი

როგორი კვირა გველოდება – ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 18-24 ნოემბერი

20 ნოემბრიდან პლუტონი მერწყულის ნიშანში შედის 20 წლით, ამ დღიდან იცვლება მსოფლიო წესრიგის კონცეფცია და მთელი მსოფლიოს საზოგადოება იწყებს მოძრაობას სხვა მიმართულებით

ეს კვირა დატვირთული იქნება საინტერესო მნიშვნელოვანი  მოვლენებით, რაც დაგვეხმარება, უკეთ გავიგოთ ჩვენი მიზნები და განვავითაროთ სტრატეგიული აზროვნება. ვარსკვლავების გავლენა ძლიერი კატალიზატორი იქნება შინაგანი ცვლილებებისთვის. ის, ასევე, ხელს შეუწყობს პიროვნულ ტრანსფორმაციას, კომუნიკაციას და პრობლემების პრაქტიკულ გადაწყვეტას.

ამ პერიოდის ენერგეტიკული ფონი მუშაობისას კონცენტრირებაში და ანალიზში დაგვეხმარება. ეს დრო შესანიშნავია დაგეგმვის, სივრცის ორგანიზების ან იმ ამოცანების შესრულების დასაწყებად, რომლებიც საფუძვლიან მიდგომას მოითხოვს. შეიძლება წარმოიშვას სიტუაციები, რომლებსაც გახსნილობა და ცვლილების სურვილი სჭირდება. 18-დან 24 ნოემბრის ჩათვლით პერიოდი ხელსაყრელი იქნება სიღრმისეული გააზრებისთვის, ანალიზისთვის და ახალი ეტაპისთვის მოსამზადებლად.

20 ნოემბრიდან პლუტონი მერწყულის ნიშანში შედის 20 წლით. ამ დღიდან იცვლება მსოფლიო წესრიგის კონცეფცია და მთელი მსოფლიოს საზოგადოება იწყებს მოძრაობას სხვა მიმართულებით. უზენაესი პლანეტის ახალი ტრანზიტი კოლექტიურ ცვლილებებს და რევოლუციურ იდეებს მოიტანს, რომლებსაც სოციალური და ტექნოლოგიური სტრუქტურების გარდაქმნა შეუძლია. ეს მოვლენა ხელს შეუწყობს მნიშვნელოვანი ინოვაციების დანერგვას, აზრის თავისუფლების გაძლიერებას და ძალაუფლების ახლებურად გააზრებას. პლუტონის მერწყულის ნიშანში შესვლის დღიდან დაწყებული პერიოდი შესაძლოა გახდეს ახალი მსოფლიო ტენდენციების და პროგრესული იდეალების ფართოდ გავრცელების საწყისი წერტილი.

22 ნოემბერს, 00:57 საათზე (თბილისის დროით) მზე მშვილდოსნის ნიშანში შედის. ეს ასტროლოგიური მოვლენა ახალ ზოდიაქურ თვეს დაიწყებს, რომელიც სავსე იქნება ოპტიმიზმით, ცოდნის და ჰორიზონტების გაფართოების სურვილით. ამ დღიდან დაწყებული პერიოდი მეტ ენთუზიაზმს და სიმსუბუქეს მოიტანს. კარგი დროა ახალ პროექტებზე, მოგზაურობაზე ან სწავლაზე ფიქრისთვის. კომუნიკაცია უფრო ადვილი და კონსტრუქციული იქნება, რაც ხელს შეუწყობს ურთიერთობების დამყარებას და საკამათო საკითხების მოგვარებას.

ვერძი

ამ კვირაში სასარგებლო იქნება თქვენი სოციალური წრის გაფართოება, მით უმეტეს, რომ დიდი ალბათობით ახალი საინტერესო ადამიანების გაცნობის შესაძლებლობა გექნებათ. სამშაბათს შეძლებთ საკუთარი თავის კარგად წარმოჩენას ბევრ სფეროში, პირველ რიგში, პროფესიულში. ვარსკვლავები გაფრთხილებენ: ნუ იქნებით ჯიუტი და ისწავლეთ სხვების მოსმენა – ამ შემთხვევაში შეძლებთ, თავიდან აიცილოთ პრობლემები.

რაც შეეხება სამუშაოს, ძალიან რთულ და, ამავდროულად, პერსპექტიულ პერიოდში შედიხართ. საკადრო ცვლილებები, სამუშაო პირობების განახლება, უფროსების განწყობის ცვლილება – ეს ყველაფერი სიმშვიდეს დაგირღვევთ. სამუშაოს შესრულებისას მნიშვნელოვანია არ იჩქაროთ, ყველაფერი გააკეთოთ რაც შეიძლება ფრთხილად და ზუსტად. პრობლემა, რომელიც დიდი ხანია გაწუხებთ, საბოლოოდ მოგვარდება, რაც დიდ შვებას მოგიტანთ. ხუთშაბათს განსაკუთრებულ ყურადღებას პირადი სფერო მოითხოვს. კვირის ბოლოს შეეცადეთ, დრო მშვიდ გარემოში გაატაროთ.

სასიკეთო დღეები: 19, 21.

არასასიკეთო დღე: 22.

კურო

ამ კვირაში შეეცადეთ იყოთ უფრო ყურადღებიანი და თავიდან აიცილოთ შეცდომები, რათა კოლეგებმა არ დაგადანაშაულონ საერთო საქმისადმი გულგრილობაში. ოთხშაბათს უაღრესად მკაფიოდ და ნათლად იაზროვნებთ, რაც ხელს შეუწყობს მრავალი იდეის გაჩენას, რომლებიც მიზანშეწონილია დაყოთ რეალურ და ილუზორულ იდეებად. ამ დღეს მოგზაურობა წარმატებული იქნება. გჭირდებათ საიმედოობა და საქმიანი ჭკუა, რათა წარმატებით დაუპირისპირდეთ ოპონენტებს ნებისმიერ სიტუაციაში. კუროს ნიშნის ბევრი წარმომადგენელი შენიშნავს მნიშვნელოვან პოზიტიურ ცვლილებებს პირად ცხოვრებაში. კვირამ შეიძლება გაგახაროთ ოჯახში სასიამოვნო მოვლენებით.

სასიკეთო დღეები: 20, 24.

არასასიკეთო დღე:23.

ტყუპი

ამ კვირაში თქვენი ცხოვრება სავსე იქნება სხვადასხვა ფერით. დასაქმებულებს ურჩევენ, დიდი ყურადღება მიაქციონ კოლეგებს, რადგან გუნდში ინტრიგა და სხვა არაჯანსაღი დუღილი დაიწყება. სამსახურიდან წასვლის განცხადების ნაცვლად, შესთავაზეთ ორგანიზაციის განვითარების თქვენეული გეგმა და პრობლემების კონსტრუქციული გადაწყვეტა. თქვენს ინიციატივას აუცილებლად დააფასებენ, შეიძლება დაგჭირდეთ შემოქმედებითი იმპროვიზაცია, პუნქტუალურობა, სიმშვიდე და წარმატებები გარდაუვალია! სამუშაო კმაყოფილებას და სოლიდურ შემოსავალს მოგიტანთ. იგრძნობთ ენერგიის მატებას და თქვენი ჯანმრთელობა გაუმჯობესდება. წვრილმანი (როგორც თავად ფიქრობთ) საქმეებიც კი არ გადადოთ. ვარსკვლავების პოზიცია ამ პერიოდს ძალიან ხელსაყრელს ხდის ახალი სასიყვარულო ურთიერთობებისთვის.

სასიკეთო დღეები: 19, 21.

არასასიკეთო დღე: 18.

კირჩხიბი

ამ კვირაში ბევრი მნიშვნელოვანი მოვლენა და საინტერესო ნაცნობობა გელით. ზოგიერთი მათგანი განსაკუთრებული აღმოჩნდება. ახალ ნაცნობებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ თქვენს კარიერულ წინსვლაში და თქვენი იდეების განხორციელებაში. სიტუაცია შეიძლება თქვენგან დიდ შრომისმოყვარეობას მოითხოვდეს. პირად ცხოვრებაში კი შესაძლოა საკმაოდ არასასიამოვნო სიტუაციები და სირთულეები შეგხვდეთ, რომელთა გადალახვასაც თქვენი მონდომებისა და სიმტკიცის წყალობით შეძლებთ. ამ შაბათ-კვირას შეკრიბეთ მეგობრები და დრო მათთან ერთად გაატარეთ.

სასიკეთო დღეები: 22, 23.

არასასიკეთო დღე: 20.

ლომი

ამ კვირაში ვარსკვლავები წარმატებას გპირდებიან ყველა შემოქმედებით საქმეში. თქვენს მიღწევებსა და დამსახურებებს ხელმძღვანელობა შენიშნავს, რაც კოლეგებზე შთაბეჭდილებას მოახდენს. სამსახურში შესამჩნევი დაწინაურება ძალიან სავარაუდოა, მაგრამ ეს, როგორც ჩანს, დაკავშირებული იქნება დამატებით ვალდებულებებთან, რომლებზეც საეჭვოა უარი თქვათ. თქვენი ფინანსური საქმეები ამ დროს, გარკვეული რისკების მიუხედავად, ასევე კარგ მოგებას გპირდებათ. არ გაუშვათ ხელიდან შესაძლებლობები და რაც მთავარია, არ დაუშვათ შეცდომები! არ გადადოთ თქვენი გეგმები სხვა დროისთვის, დაუყოვნებლივ განახორციელეთ. რაც უფრო ენერგიული იქნებით, მით უფრო სწრაფად ახდება თქვენი ოცნებები. წარმატებულად განვითარდება ურთიერთობა უცხოელ პარტნიორებთან და მივლინებები. კვირა ხელსაყრელია ახალი ნაცნობობისა და რომანტიკული შეხვედრებისთვის.

სასიკეთო დღეები: 21, 24.

არასასიკეთო დღე: 22.

ქალწული

ეცადეთ, ამ კვირაში საქმეები გაიადვილოთ. ნუ დაიწყებთ პრობლემების გადაწყვეტას პროფესიულ საკითხებში და ნუ აივსებთ თავს ზედმეტი ფიქრებით. აბსოლუტურად არ არის საჭირო, ზედმეტად დაიტვირთოთ. შეინარჩუნეთ ბალანსი სამსახურსა და სახლს შორის, რაც საშუალებას მოგცემთ აირიდოთ დაძაბულობა როგორც კოლეგებთან, ისე საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში. ეს კი ჯადოსნურად დააყენებს ყველაფერს თავის ადგილზე. სამსახურში ნებისმიერ რთულ სიტუაციაში რჩევა გამოცდილ კოლეგებს ჰკითხეთ. ბიზნესმენებს მაღალი თანამდებობის პირების დახმარება დასჭირდებათ. იფიქრეთ ახალი პროექტების დაწყებაზე, რადგან ძველებმა უკვე თავისი თავი ამოწურეს. ფინანსურ საკითხში მოსალოდნელია „დათბობა“ მცირე კრიზისის შემდეგ. სერიოზული ხარჯებიც გექნებათ, მაგრამ უფულოდ  არ დარჩებით.

შაბათ-კვირას შეეცადეთ დრო ოჯახთან ერთად მშვიდ გარემოში გაატაროთ და პროფესიულ სფეროში აქტიურობისთვის მოემზადოთ.

სასიკეთო დღეები: 18, 23.

არასასიკეთო დღე: 20.

სასწორი

ეს კვირა შეიძლება განსაკუთრებით წარმატებული იყოს სამუშაო და ფინანსური კუთხით, თქვენ უბრალოდ, უნდა გამოასწოროთ რამდენიმე უხეში დარღვევა. შეეცადეთ მაქსიმალურად გამოიყენოთ თქვენი შემოქმედებითი შესაძლებლობები. ხუთშაბათს დადებით გავლენას მოახდენთ ირგვლივ მყოფებზე და მოტივაციას გაუწევთ, გააკეთონ სასარგებლო და კეთილი საქმეები.

სასწორის ნიშნის ბევრი წარმომადგენელი მიიღებს გადაწყვეტილებას, საკუთარი საცხოვრებელი გარემო უფრო კეთილმოაწყოს და გააუმჯობესოს – ვიღაც კაპიტალურ რემონტს დაგეგმავს, სხვა ახალი ბინის შეძენაზე იქნება ორიენტირებული, ზოგი კი აგარაკის შეძენის გეგმას დაისახავს. პირადი ცხოვრების მოწყობაში მეგობრების დახმარების იმედი შეგიძლიათ გქონდეთ. შაბათ-კვირას საკმარისი დრო გექნებათ, რომ საინტერესოდ დაისვენოთ მყუდრო და კომფორტულ გარემოში.

სასიკეთო დღეები: 22, 24.

არასასიკეთო დღე: 19.

მორიელი

პროფესიულ სფეროში ეს პერიოდი უმეტეს თქვენგანს წარმატებას ჰპირდებათ, ზოგისთვის კი მოსალოდნელია დაწინაურების შესაძლებლობა ან კომპანიის შიგნით სამუშაოს შეცვლის ალბათობა, რაც ცუდი იდეა არ იქნება. შესაძლოა მიგიწვიონ პერსპექტიულ პროექტში მონაწილეობის მისაღებად, საიდანაც სოლიდურ მოგებას უნდა ელოდოთ. დოკუმენტებთან დაკავშირებული პრობლემები ძალიან სწრაფად მოგვარდება, გავლენიანი მეგობრები არ დააყოვნებენ თქვენს დახმარებას. სამშაბათს და ოთხშაბათს უმჯობესია არ დაგეგმოთ რაიმე სერიოზული ღონისძიება, მაგრამ კვირის მეორე ნახევარში თითქმის ყველაფერი მარტივად მოგვარდება. კვირას სასიყვარულო პაემანი განსაკუთრებით ვნებიანი და დასამახსოვრებელი იქნება.

დაქორწინებულ წყვილებს, რომლებსაც სურთ შეიცვალონ საცხოვრებელი ან სხვა ქალაქში გადავიდნენ, იღბალი ხელს შეუწყობს. რთული და სახლაფორთო საქმეა, მაგრამ მაქსიმუმ 6 თვეში ყველაფერი მოგვარდება.

სასიკეთო დღეები: 18, 21.

არასასიკეთო დღე: 24.

მშვილდოსანი

ამ კვირაში, ზოგი ვარსკვლავის გავლენის გამო, უფრო ახლოს იქნებით თქვენს ოჯახთან, ვიდრე აქამდე. შეგიძლიათ გაუზიაროთ თქვენი მნიშვნელოვანი აზრები საყვარელ ადამიანებს, რასაც ჩვეულებრივ არ აკეთებთ ხოლმე, დაგეგმოთ მთელი კვირა და დრო საინტერესოდ გაატაროთ. პროფესიული თვალსაზრისით, უმჯობესია ამ კვირაში გადაუდებელი საქმეები დაასრულოთ, რათა მოგვიანებით დაკარგული დროის გამო არ ინანოთ. ამ პერიოდში შეეცადეთ, არ მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, რომლებმაც შეიძლება გავლენა იქონიონ თქვენს მომავალზე.

ეს კვირა შესაფერისია ახალი ტექნიკის და მანქანის შესაძენად, თუმცა ეკონომიას ნუ გააკეთებთ ხარისხის სანაცვლოდ, რომ სანანებელი არ გაგიხდეთ.

სასიკეთო დღეები: 18, 23.

არასასიკეთო დღე: 22.

თხის რქა

ეს კვირა კარგი პერიოდია მოსაფიქრებლად და გრძელვადიანი გეგმების განსახილველად. ამ რთულ საქმეში ინტუიცია ძალიან დაგეხმარებათ. სამშაბათს არაფერი გადადოთ ხვალისთვის, არ გამოტოვოთ ხელსაყრელი მომენტი. შუა კვირაში შესაძლებელია გასაუბრება სამსახურში ან უბრალოდ საუბარი ხელმძღვანელებთან საინტერესო საკითხებზე. საუბრისას გულისყურით შეარჩიეთ თითოეული სიტყვა.

კარგი ფორმის შესანარჩუნებლად უარი თქვით მავნე ჩვევებზე და ჯანსაღი ცხოვრების წესი აირჩიეთ, რადგან ბევრი რამ არის დამოკიდებული თქვენს ფიზიკურ აქტივობაზე.

ბავშვებს ყურადღება სჭირდებათ და მათ საჭიროებებზე საკმაო თანხა დაგეხარჯებათ.

თქვენი პირადი ცხოვრება, სავარაუდოდ, ძალიან საინტერესო იქნება, შესაძლებელია ახალი ურთიერთობები. შაბათს შეიძლება კარზე მოულოდნელმა სტუმრებმა დაგიკაკუნონ.

სასიკეთო დღეები: 20, 24.

არასასიკეთო დღე: 21.

მერწყული

ამ კვირაში შეძლებთ პოზიტიურად დამკვიდრდეთ ახალ გუნდში, ორიგინალურად წარმოაჩინოთ საკუთარი თავი მეგობრულ კომპანიაში. იყავით აქტიური და შემოქმედებითად მიუდექით ახალ წამოწყებებს და წარმატება არ დააყოვნებს. ახალი ბიზნესიდეების განხორციელება უმჯობესია მომავალი წლის დაწყებისთვის გადადოთ, ძველი საქმეებიც კარგად მიდის. ამ პერიოდში ბედი უხვად დაგაჯილდოებთ: მოულოდნელ სოლიდურ პრემიას მიიღებთ, გექნებათ კარიერულ კიბის შემდეგ საფეხურზე ასვლის საშუალება, ხელსაყრელ კონტრაქტს შემოგთავაზებენ.

მომდევნო შაბათ-კვირის დაწყებამდე უნდა დაივიწყოთ მოგზაურობები, უმჯობესია დაგროვილი პრობლემების მოგვარება. ოთხშაბათს შეეცადეთ თავიდან აიცილოთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებები როგორც საქმიანი, ისე პირადი საკითხების მოგვარებისას. შაბათ-კვირას ბევრ თქვენგანს მოუწევს ერთგვარი მოდერატორის როლის შესრულება ახლო ნათესავებს შორის. თქვენი მშვიდი ბუნება წინდახედულობასთან ერთად დაგეხმარებათ, ადვილად მოაგვაროთ მათ შორის უთანხმოება.

სასიკეთო დღეები: 22, 23.

არასასიკეთო დღე: 19.

თევზები

ამ კვირაში თქვენი ენერგია ირგვლივ მყოფებს გააკვირვებს, თქვენი შემოქმედებითი აზროვნება დაგეხმარებათ ფულის გამომუშავებაში. თუ ჩიხში ხართ, იპოვეთ კრეატიული მიდგომა სამუშაოზე. არის შანსი, რომ ძველი ვალი დაგიბრუნონ. ბიზნესმენებს შეიძლება მიეცეთ საშუალება, განაახლონ სხვადასხვა მიზეზის გამო შეჩერებული იდეები.

ორშაბათს თქვენი შესანიშნავი ინტუიცია გეტყვით, სად იმალება პრაქტიკულად გადაუჭრელი პრობლემის გასაღები. სამშაბათს და ოთხშაბათს სწორი შემოქმედებითი აზრის ძიებაში გაატარებთ, რათა წარმატებას მიაღწიოთ. შაბათ-კვირას ძალიან ნუ მოდუნდებით, მთავარია არ მოგერიდოთ და თუ დაგჭირდებათ, ახლობლებს დახმარება სთხოვოთ. შეეცადეთ, სხვისი აზრები თუ ჭორები გულთან ახლოს არ მიიტანოთ.

სასიკეთო დღეები: 18, 23.

არასასიკეთო დღე: 20.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close