მიგრაციამოგზაურობა

დიდი ბრიტანეთის გავლით მოგზაურობისას საქართველოს მოქალაქეებს სატრანზიტო ვიზა დასჭირდებათ – რამ გამოიწვია საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრება

დიდი ბრიტანეთის ხელისუფლების ცნობით, 8 სექტემბერს, 2014 წლის საიმიგრაციო, სამგზავრო ტრანზიტის ვიზის შესახებ ბრძანებაში ცვლილება, შევიდა და საქართველო და რუსეთიც დაემატა იმ ქვეყნების სიას, რომელთა მოქალაქეებს გაერთიანებული სამეფოს გავლით სხვა ქვეყანაში შესვლისას სატრანზიტო ვიზა სჭირდებათ. ეს ბრძანება არ ვრცელდება დიდ ბრიტანეთში ტრანზიტით მყოფ საქართველოს ან რუსეთის მოქალაქეებზე, რომლებიც ამ ქვეყანაში 2023 წლის 5 ოქტომბრამდე შევიდნენ.

ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბრიტანეთში ნორმატიული აქტი ძალაში შედის პარლამენტისთვის წარდგენიდან არა უადრეს 21 დღისა, თუმცა აღნიშნული ბრძანება გამონაკლისი აღმოჩნდა და ის პარლამენტისთვის წარდგენიდან მხოლოდ ერთი დღის შემდეგ შევიდა ძალაში. ამის მიზეზი გახდა სერიოზული შეშფოთება იმის გამო, რომ მნიშვნელოვნად იზრდება საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც დიდო ბრიტანეთის გავლით თითქოსდა სხვა ქვეყანაში მიემგზავრებიან, თუმცა ბრიტანეთში ჩასვლისთანავე ითხოვენ თავშესაფარს.

არსებული ინფორმაციის თანახმად, 2018 წლის შემდეგ საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეები მუდმივად პირველ ადგილს იკავებენ იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც გაერთიანებული სამეფოს სატრანზიტო დებულებებს ბოროტად იყენებენ და თავშესაფარს ითხოვენ

აღსანიშნავია, რომ გამკაცრებული საიმიგრაციო პოლიტიკის გამო, გაერთიანებულ სამეფოს სატრანზიტო ვიზის რეჟიმი შემოღებული აქვს 100-ზე მეტ ქვეყანასთან, მათ შორისაა: მოლდოვა, უკრაინა, თურქეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, სამხრეთ აფრიკა, ჩინეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, მონტენეგრო, ბოსნია და სხვა. ახლა ამ ჩამონათვალს საქართველო და რუსეთიც დაემატა.

სატრანზიტო ვიზა 48 საათით ფორმდება. განცხადების შეტანა ვიზისთვის შესაძლებელია სავიზო და საიმიგრაციო სამსახურის ვებგვერდზე სავიზო გადასახადის გადახდის შემდეგ. შეზღუდვები არ ეხება მათ, ვინც ბილეთი 8 სექტემბრის 00:01 საათამდე (ბრიტანეთის დროით) იყიდა.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close