მოგზაურობაეკონომიკა

ავიაბილეთების ფასები მცირდება – რომელია ყველაზე იაფი მიმართულებები ამ შემოდგომაზე სამოგზაუროდ?

ზაფხულის პიკის შემდეგ ექსპერტები, მიმდინარე შემოდგომაზე ავიაბილეთების ფასების მკვეთრ ვარდნას ვარაუდობენ. მათი პროგნოზით, გასულ სეზონთან შედარებით შიდა ავიაბილეთების ფასები 29%-ით, ხოლო საერთაშორისო მოგზაურობებისთვის, მიმართულებათა ნაწილზე 40%-ითაც კი შემცირდება.

როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ფრენებზე ფასების კლების გათვალისწინებით, ამერიკულმა Forbes-მა მიმდინარე სეზონზე სამოგზაუროდ შედარებით იაფი მიმართულებები გამოავლინა. ამასთან ერთად კი, Expedia-ს მონაცემებზე დაყრდნობით, სტატიაში მიმდინარე ზაფხულის ყველაზე პოპულარული მიმართულებებიც დაასახელა.

ABC News-სთან გაკეთებულ განცხადებაში ეკონომისტმა ჰეილი ბერგმა აღნიშნა, რომ ამ შემოდგომაზე, ივნისთან, ივლისსა და აგვისტოსთან შედარებით, ფასი თითო ბილეთზე საშუალოდ $87-ით შემცირდება. ბერგი საერთაშორისო მოგზაურობის ბუმზე მიუთითებს, რომელიც მიმდინარე წლის ზაფხულს კოვიდთან დაკავშირებული რეგულაციების მოხსნას მოჰყვა, თუმცა საშემოდგომო მოგზაურობის პროგნოზებში, Expedia-ს ანალიტიკოსთა მონაცემებით, ზაფხულის პიკთან შედარებით ფასები შემცირებული ჯერ კიდევ აგვისტოს შუა რიცხვებში იყო – შიდა ფრენებზე 10%-ით, საერთაშორისოზე კი – 5%-ით, მათ შორის ზოგიერთი მიმართულება სხვებზე უფრო იაფიც კი იყო.

ამერიკის შეერთებული შტატების შემთხვევაში, ჯუნოში (ალასკა) სამოგზაუროდ ბილეთების საშუალო ფასი 35%-ითაა შემცირებული, სიეტლში – თითქმის 25%-ით, დენვერში, ჩიკაგოსა და ლოს-ანჯელესში მოგზაურობისთვის კი – 20%-ით. საერთაშორისო დონეზე, ოსლოში (ნორვეგია) ფრენების ფასი ზაფხულის პიკის შემდეგ 40%-ითაა დავარდნილი, იბიცაში (ესპანეთი) – 35%-ით და თითქმის 20%-ით ტოკიოს, ფლორენციისა და პარიზის ბილეთებისთვის.

Expedia-ს განცხადებით, 24 ოქტომბრის კვირაში მოგზაურობები ყველაზე იაფად არის დაჯავშნილი – შიდა მოგზაურობებისთვის ზაფხულის პიკთან შედარებით დაახლოებით 20%-ით, ხოლო საერთაშორისო მოგზაურობისთვის – დაახლოებით 15%-ით ნაკლები. ბერგის შეფასებით კი, წლის ბოლომდე მოგზაურობისთვის ფასები ყველაზე დაბალი 15 სექტემბერი – 15 ოქტომბრის პერიოდში იქნება.

ფრენებზე ფასების შემცირების მიუხედავად, NerdWallet-ის შეფასებით, ამ ზაფხულს მგზავრობასთან დაკავშირებული ხარჯების ნაწილი გაცილებით უფრო გაზრდილია, ვიდრე ერთი წლის წინათ იყო. შრომის სტატისტიკის ბიუროს უახლესი მონაცემებით, მიმდინარე წლის ივლისში, გასული წლის იმავე თვესთან შედარებით, განსახლების ხარჯები 7%-ით იყო გაზრდილი, ისევე როგორც სასადილოების ფასები.

მანქანის დაქირავების შემთხვევაში მოგზაურებს, შარშანდელ ივლისთან შედარებით, 7%-ით ნაკლების გადახდა უწევდათ, თუმცა ხარჯი მაინც 37%-ით მაღალი იყო პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით. გართობასთან დაკავშირებული ხარჯები, მათ შორის, თეატრსა და კონცერტზე დასწრების ფასი, წლიურად 4.7%-ით გაიზარდა.

Expedia-ს პროგნოზებზე დაყრდნობით, ამ შემოდგომის ყველაზე ტრენდული მიმართულებებიც გამოვლინდა. ვებგვერდზე ფრენების ძიების მიხედვით, პოპულარულ საერთაშორისო მიმართულებებს შორის პირველ ადგილზეა ჰონკონგი – ძიების მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით 1500%-ითაა გაზრდილი. შემდეგ მოდის ფრანკფურტი, გერმანია (280%), ტაიპეი, ტაივანი (260%) და ოსაკა, იაპონია (210%-ზე მეტი). საშინაო ფრენებზე კი სავანა (ჯორჯია) ლიდერობს 1555%-ით, მას მოსდევს სიეტლი (75%), სოლტ-ლეიკ-სიტი (50%) და ბოსტონი (45%).

forbes.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close