ეკონომიკამოგზაურობა

2023 წელს ქართველებმა საზღვარგარეთ ვიზიტებისას 2 მილიარდი ლარი დახარჯეს

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოს ტერიტორიიდან რეზიდენტი მოგზაურების 2.8 მილიონი გასვლა დაფიქსირდა, რაც 31.6%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

აქედან 2.2 მილიონი რეზიდენტი ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტები იყო, რაც 32.7%-ით მეტია 2022 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ კი 1.4 მილიონი შეადგინა (43.9%-ით მეტი).

2023 წელს ვიზიტები შემდეგი მიზნით განხორციელდა:

  • საყიდლები – 796.3 ათასი (35.4%);
  • მეგობრების/ნათესავების მონახულება – 726.3 ათასი (32.3%);
  • დასვენება, გართობა, რეკრეაცია – 316.7 ათასი (14.1%);
  • პროფესიული/ეკონომიკური საქმიანობა – 280.8 ათასი (12.5%);
  • მკურნალობა, გაჯანსაღება – 65.1 ათასი (2.9%);
  • სხვა – 61.6 ათასი (2.7%).

აღსანიშნავია, რომ ვიზიტების უმრავლესობა თურქეთსა (1 მილიონი) და სომხეთზე (349.0 ათასი) მოდის.

გააგრძელე კითხვა აქ: https://forbes.ge/2023-tsels-qarthvelebma

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close