ჰოროსკოპი

ცდუნებების ჰოროსკოპი – როგორ დავამარცხოთ საკუთარი „დემონები“

ცდუნება ადამიანებს ყოველ ნაბიჯზე თან სდევს და ხშირად მათი მოთოკვა ძალიან რთულია. გაეცანით ცდუნებების ჰოროსკოპს და საკუთარ თავზე ბევრ რამეს გაიგებთ, რაზეც შეიძლება არც კი გიფიქრიათ, თუ ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლებს რა ნეგატიური თვისებები გაქვთ ან რისკენ ხართ მიდრეკილი. ეს „ვარსკვლავური“ ცოდნა დახმარებით, გაუმკლავდეთ მოჭარბებულ ემოციებს და ცდუნებებს, რომლებიც ხელს გიშლით ცხოვრების გზაზე.

ვერძი

ამ ნიშნის წარმომადგენლები იმპულსური და მოუსვენრები არიან. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვერძმა გაუძლოს ძლიერი ემოციების და შთაბეჭდილებების მიღების ცდუნებას. მათ, უბრალოდ, არ შეუძლიათ დიდხანს ერთ ადგილას გაჩერება და მუდმივად ადრენალინის დევნაში არიან, რომლის დროსაც პირად უსაფრთხოებასაც კი ივიწყებენ. მათ „პოტენციურ მკვლელებსაც“ კი უწოდებენ. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ვერძები ვინმეს გამოეკიდებით მოსაკლავად, მაგრამ იმდენად იოლად გამოდიხართ წყობიდან, შარში რომ არ გაეხვიოთ, ჯობს, მეტად აკონტროლოთ ემოციები და სიმშვიდის შენარჩუნებაში ივარჯიშოთ.

კურო

კუროს მთავარი ცდუნება სხვებისგან კომპლიმენტის მუდმივად მიღების და დაფასების სურვილიდან იწყება, რაც პათოლოგიურ მდგომარეობაშიც შეიძლება გადაიზარდოს. გემრიელი საკვები, კომფორტული სახლი, მდიდრული ცხოვრების ძვირად ღირებული ატრიბუტები – ეს ყველაფერი კუროსთვის ცდუნებაა. კომფორტის ძიებაში კურო ხანდახან გონივრულ დანაზოგს ივიწყებს, რამაც, სამწუხაროდ, შეიძლება გავლენა მოახდინოს მათ ფინანსურ მდგომარეობაზე. ზოგიერთ კუროს სიხარბეც ახასიათებს. მათ მუდამ არ ჰყოფნით რაღაც – ინტიმი, ფული, ყურადღება და ა. შ.

ტყუპი

ტყუპები ცნობისმოყვარე ბავშვებს ჰგვანან, ცხვირს ყოფენ ყველგან, სადაც რაიმე საინტერესო ხდება. ისინი ცდილობენ, ამოიცნონ რაღაც იდუმალი და კიდევაც გარისკონ, თუ საქმე სხვისი საიდუმლოს ამოცნობას ეხება. მათ მუდამ თან სდევთ ცდუნება, ყველაზე ყველაფერი იცოდნენ. სწორედ ამ ცდუნებამ შეიძლება გახადოს ისინი იმ ადამიანების მსხვერპლი, რომლებიც გულდასმით ინახავენ თავიანთ საიდუმლოებებს და არ სურთ მათი გამჟღავნება. კიდევ ერთი ცდუნება – ამ ნიშნის წარმომადგენლები აშკარა ცრუპენტელები არიან. თუ არ იტყუებიან, ამბავს ყოველთვის შეალამაზებენ მაინც.

კირჩხიბი

კირჩხიბებს ყველაფრის გაღმერთება უყვართ – თავის გარშემო მხოლოდ მათთვის მისაღებ კომფორტს და სიმყუდროვეს ქმნიან, ისე რომ გარშემო მყოფთა ინტერესებს არ ითვალისწინებენ. მათი სისუსტე არის ელეგანტური წვრილმანების და აქსესუარების გაფეტიშება. სწორედ ამ საიდუმლო გატაცებამ შეიძლება გამოიწვიოს მათი ენერგეტიკული დაბინძურება და ალიაქოთი სახლში.

ლომი

ლომის საიდუმლო სისუსტე ნარცისიზმის სინდრომია. ამ თანავარსკვლავედის კაშკაშა და ქარიზმატულ წარმომადგენლებს არ შეუძლიათ დიდხანს გაძლონ კომპლიმენტებისა და აღფრთოვანებული მზერის გარეშე და ხშირად ურთიერთობებში ნებადართულ საზღვრებსაც არღვევენ. რა თქმა უნდა, ისინი ბევრ რამეს აღწევენ ცხოვრებაში, თუმცა სხვებზე იშვიათად ფიქრობენ. ლომები, როგორც წესი, არავის და არაფერს უწევენ ანგარიშს.

ქალწული

ქალწულების ცდუნებაში ვარდებიან მაშინ, როცა რაიმე მიზანს დაისახავენ – მათ ზომიერების გრძნობა ღალატობთ. მაგალითად, თუ გადაწყვეტენ, რომ იდეალური სხეული და ძლიერი იმუნიტეტი ჰქონდეთ,  ქალწულებს შეუძლიათ დაივიწყონ თავიანთი უსაფრთხოება, უკიდურეს დიეტებს მიმართონ და მიირთვან მხოლოდ ორგანული მწვანილი. ქალწულებისთვის კიდევ ერთი ცდუნებაა გარკვეული წინდაუხედაობა, თუ რაიმე ნივთს მოჰკრავენ თვალს და ეს მათთვის საინტერესო გახდა, მაშინვე მისი მიღების სურვილი უჩნდებათ ისე, რომ არც ფიქრობენ, ნამდვილად სჭირდებათ თუ არა ის.

სასწორი

სასწორების მთავარი სისუსტე მუდმივი იმედგაცრუებაა, რასაც იწვევს ცდუნება, იპოვონ წესიერების იდეალი. ისინი მუდმივ ძიებაში არიან, გულწრფელად სჯერათ, რომ არსებობენ იდეალური ადამიანები და მხოლოდ მათ არ უმართლებთ პარტნიორების არჩევისას და სამეგობროში. ისინი ეძებენ იმას, რაც არ არსებობს, შესაბამისად, იოლი წარმოსადგენია ამ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანების იმედგაცრუების სიხშირე და ხარისხი.

მორიელი

მორიელებს უყვართ ინტრიგა, იდუმალება და თავგადასავალი. ისინი ხშირად არიან გატაცებულები მივიწყებული ცოდნებით და ოკულტიზმით. მორიელები მისტიკის სიყვარულში ფრთხილად უნდა იყვნენ, რომ უნებლიეთ არ გამოაღვიძონ „ავი სულები“, რომლებიც მათ ცხოვრებას და რეპუტაციას დაანგრევენ. ცხოვრების ამ წესმა შეიძლება გაუგებრობები გამოიწვიოს ახალ მეგობრებში, არადა ამ ნიშნის წარმომადგენლებს სულ ვინმესთან დამეგობრება სურთ, მათთვის მნიშვნელობა არა აქვს, როგორი ადამიანი აღმოჩნდება გვერდით – ის აუცილებლად უნდა გახდეს მისი მეგობარი. თუ ამას ვერ ახერხებენ, მორიელებისთვის მთელი სამყარო მოქუფრული და პირქუში ხდება.

მშვილდოსანი

მშვილდოსნების ცდუნება დღესასწაულები და თავაშვებული გართობის სიყვარულია. ისინი მზად არიან დახარჯონ ფული გართობაში, ისე რომ არ გაითვალისწინონ „ფულის თვისება“ – ამოიწუროს ყველაზე მოულოდნელ მომენტში. თუმცა ამაღლებული განწყობა საშუალებას აძლევს მშვილდოსნებს, ენერგიის მოზღვავება იგრძნონ, რათა ისევ შეუდგნენ აუცილებელი საქმეების მოგვარებას და მოვალეობების შესრულებას. მშვილდოსნებს  აზრადაც არ მოსდით, რომ ენერგიით დამუხტვა და სიამოვნების მიღება უფრო ხელმისაწვდომი და იაფი გზებითაც შეიძლება. ასტროლოგები იმასაც ამბობენ, რომ მშვილდოსნები მუდამ ვიღაცას ღალატობენ ისე, რომ ხანდახან ეს არც უნდათ.

თხის რქა

თხის რქებს კატეგორიულად არ უყვართ უწესრიგობა და ქაოსი. ისინი ისწრაფვიან, რომ ყველაფერი და ყველა იდეალურ წესრიგში მოიყვანონ ისე, როგორც მათ ესმით ეს წესრიგი, მაგრამ კონსერვატიზმის სიყვარული მათთვის ხშირად ხდება დაბრკოლება საყვარელ ადამიანებთან ან სამუშაოზე კოლეგებთან ურთიერთობისას. ხასიათის ეს თვისება თხის რქებისთვის სისუსტეცაა და ძალაც, რომელიც უნდა დაიმორჩილოს, რათა საჭირო ჰარმონია მოძებნოს ბედნიერების მისაღწევად და პრობლემების თავიდან ასაცილებლად.

მერწყული

მერწყულის ცდუნება – შემოქმედებაა. მუზის დევნაში მათ შეუძლიათ დაივიწყონ ყველაფერი, მოსწყდნენ ძირითად საქმეებს და ძალიან გაურთულონ საკუთარ თავს რაიმე მნიშვნელოვანის შესრულების ამოცანა. მერწყულის შემოქმედებითი ენერგია, ფაქტობრივად, ნაპირებიდან გადმოდის და ხშირად მისი შეკავება საკმაოდ რთულია, რაც ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს გარკვეულ სირთულეებს უქმნის.

თევზები

თევზებს სასიცოცხლოდ სჭირდებათ მსმენელები, რომლებიც მათი გრძელი მონოლოგების მოსასმენად მზად იქნებიან. ეს ცდუნება ზოგჯერ, რბილად რომ ვთქვათ, არც თუ დადებითად აისახება მეგობრულ, ოჯახურ და საქმიან ურთიერთობებზე – ყველას ხომ არ შეუძლია თევზების იდეებთან და დასკვნებთან შეზავებულ პრეტენზიებს მუდმივად უსმინოს?! თევზები მტკივნეულად აღიქვამენ უყურადღებობის ნებისმიერ გამოვლინებასაც მათ მიმართ და უმნისშვნელო რამეებზეც კი განაწყენდებიან ხოლმე.

თამთა გურული

დაგაინტერესებთ, ასევე: საუკეთესო პარტნიორები ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

რას ურჩევენ ქალებს ვარსკვლავები მამაკაცებთან ურთიერთობაში

რას გვეუბნება ადამიანზე კვირის დღე, როცა ის დაიბადა?

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close