ფსიქოლოგიასხვაჰოროსკოპი

რას ურჩევენ ქალებს ვარსკვლავები მამაკაცებთან ურთიერთობაში

„ვარსკვლავები ქალების საუკეთესო მრჩეველები არიან“, – ამბობს ბრიტანელი ასტროლოგი ოლივია ბარკლი და აღნიშნავს, რომ ვარსკვლავებთან შეთანხმებით ძალიან ადვილად შეიძლება ყველაზე რთული „ქალური პრობლმებს“ გადაწყვეტაც კი. მათ ფასდაუდებელი დახმარების გაწევა შეუძლიათ, მაგალითად, ისეთ რთულ სიტუაციაში, როდესაც პირველი პაემნისთვის ემზადებით და ძალიან გინდათ, მამაკაცზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინოთ. დასაწყისისთვის უმჯობესია შეიტყოთ, ზოდიაქოს რომელი ნიშნის ქვეშაა დაბადებული თქვენი „რჩეული“, შემდეგ კი ოლივიას რჩევები გაითვალისწინოთ. ეს უკვე წარმატებისკენ გავლილი, სულ ცოტა, ნახევარი გზაა!

ვერძებს წითელი ფერი მოსწონთ

ვერძის ნიშნის ქვეშ დაბადებული მამაკაცები ქალის ჩაცმულობას კონსერვატიულად უყურებენ. უმჯობესია ისეთი სტილის ტანსაცმელი შეარჩიოთ, რომელიც არც ულტრათანამედროვე იქნება და არც ძალიან ძველმოდური. შეეცადეთ, თქვენი ჩაცმულობა მაქსიმალურად შეესაბამებოდეს იმ სიტუაციას, სადაც ერთად აღმოჩნდებით. ვერძები ამას უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ. სასურველი ეფექტის მოსახდენად ზედმეტი არ იქნება ვერძი მამაკაცის ქვეცნობიერზე „თამაში“ და ტანსაცმელში წითელი ფერის ტონების გარევა.
წითელი ვერძისთვის ფარული, ამაღლებული, ეროტიკული ოცნების ფერია და თუ ჩაცმულობასა და კოსმეტიკაში ამ ფერს ჩვეულებრივზე დიდი დოზით გამოიყენებთ, თქვენი წარმატების შანსები მნიშვნელოვნად გაიზრდება.

კუროებს აბრეშუმი დაატყვევებთ

მამაკაცი-კუროები ბუნებით სენტიმენტალურები არიან, ამიტომ მათ უფრო მკაცრი სტილის ტანსაცმელი მოსწონთ. ზოგჯერ აშკარად ძველებურ მოდელებსაც ანიჭებენ უპირატესობას, მაგრამ ფრთხილად – თქვენმა ასეთმა ჩაცმულობამ შესაძლოა უკუეფექტიც გამოიწვიოს. ამიტომ აუცილებლად გაითვალისწინეთ კუროს ერთი მისწრაფება: იგი, უბრალოდ, აღმერთებს ძვირფას და ხარისხიან ტანსაცმელს, განსაკუთრებით აბრეშუმს.
კუროები ვენერას მაგიას ემორჩილებიან და მათთვის უცხო არაა ესთეტიკური მსოფლმხედველობა. მათ წინაშე თქვენ შესაძლოა ოდნავ მკაცრი, მაგრამ უზადოდ ჩაცმული უნდა წარდგეთ. რაც შეეხება ფერს, ნუ უგულებელყოფთ მწვანეს – ეს ფერი კუროს ქვეცნობიერზე ძალიან მოქმედებს.

ტყუპებისთვის სტერეოტიპები არ არსებობს

ნატიფი გემოვნება და მრავალფეროვნების სიყვარული – აი, მამაკაცი-ტყუპების გამორჩეული მახასიათებელი. მათ ერთ დღეს შეიძლება ერთი სტილი მოეწონოთ, ხვალ – მეორე, მთავარია, ტანსაცმლის აქსესუარები გემოვნებით იყოს ერთმანეთთან შეხამებული. ამ მხრივ ტყუპებთან ურთიერთობა შედარებით ადვილია. ისინი მშვენივრად ეგუებიან სტილების შერევასაც; მეტიც, მოსწონთ კიდეც ასეთი ექსპერიმენტები – ეს მათ ფანტაზიას ახალ „საკვებს“ აწვდის.
ტყუპებთან ურთიერთობისას ყვითელი და ოქროსფერი ფერების გამოყენებას ნუ მოერიდებით. იგი სულაც არ მიიჩნევს, რომ ყვითელი განშორების ფერია. პირიქით, კარგი იქნება, თუ კუროს სტუმრად ყვითელ ფერებში გადაწყვეტილ ინტერიერში მიიღებთ.

კირჩხიბებისთვის მთავარი ვერცხლის სამკაულებია

მამაკაც-კირჩხიბებს ძალიან მახვილი თვალი აქვთ და ერთი შეხედვით შეუძლიათ თქვენი ყველა ღირსება და ნაკლი აღმოაჩინონ. ნუ ინერვიულებთ, რადგან მათი ეს თვისება შეგიძლიათ მათსავე საწინააღმდეგოდ გამოიყენოთ. ამისთვის ტანსაცმელი და მაკიაჟი ისე შეარჩიეთ, რომ თქვენი ყველა ღირსება წარმოჩინდეს. სხეულზე შემოტმასნილი პასტელის ფერების ტანსაცმელი, ღრმა დეკოლტე, გვერდიდან შეხსნილი ქვედაბოლო მათზე მაგიურ ზემოქმედებას მოახდენს, რადგან ეროტიკის სფეროში კირჩხიბი ნამდვილი რომანტიკოსია და თქვენი ეს გამოწვევა თვალს პირველ რიგში მოსტაცებს. ტანსაცმლის ფერები მრავალფეროვანი უნდა იყოს, მაგრამ არა მყვირალა, აქსესუარები – მოვერცხლისფრო-მოთეთრო ფერებში გადაწყვეტილი…
არ გამოგრჩეთ მთავარი – ვერცხლის სამკაულები. ვერცხლის მიმართ კუროებს განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ.

ლომებს მხოლოდ ოქრო მოათვინიერებთ

აი, მამაკაც ლომებთან კი დიდი პრობლემები გელოდებათ, რადგან თითქმის წარმოუდგენელია, რომ თქვენი ჩაცმულობით მასზე სასურველი შთაბეჭდილება მოახდინოთ. ამისთვის ექსპერიმენტების მთელი სერია დაგჭირდებათ, თანაც იმის გათვალისწინებით, რომ ლომისთვის სულაც არ არის უცხო ექსტრავაგანტული და აშკარად გამომწვევი მოდელები. როგორც წესი, ისინი კარგად არიან გათვითცნობიერებულები მოდის უკანასკნელ ტენდენციებში, მაგრამ მდგომარეობა არც ისე უიმედოა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. თუკი შესაფერისი სტილის მოძებნა პრობლემატურია, ამის კომპესირება ქვეცნობიერზე თამაშით შეიძლება.

გაითვალისწინეთ, რომ მამაკაცი-ლომები გულგრილნი არასოდეს რჩებიან მოწითალო-ნარინჯისფერი ფერების მიმართ. მათში ასეთი ფერები სასიამოვნო ემოციას იწვევს, თუმცა ყველაზე მთავრი მაინც ისაა, რომ რადაც არ უნდა დაგიჯდეთ, ლომების წინაშე აუცილებლად ოქროს სამკაულებით უნდა წარდგეთ.

ქალწულს შემოდგომის ფერები მოსწონს

მამაკაცი-ქალწულების შესახებ ერთმა ასტროლოგმა იხუმრა: „მათთან პაემანზე უმჯობესია შემოდგომით იაროთ“, – რაც ერთგვარად მართლაც შეესაბამება სინამდვილეს. ქალწულს ძალიან მოსწონს შემოდგომის ფერები: მოწითალო-მოყავისფრო, მუქი ლურჯი, ტყვიისფერი… მკვეთრი, მყვირალა ფერები მათ ძალიან აღიზიანებთ. თუკი მასთან პაემანზე მკვეთრი წითელი ფერის პომადით მიხვალთ, ჩათვალეთ, რომ იმ საღამოს იგი ყველანაირად ეცდება, პაემანი მალე დასრულდეს. რაც შეეხება ტანსაცმლის სტილს, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ აპირებთ საღამოს გატარებას და მერამდენედ ხვდებით ერთმანეთს. თუ ხალხმრავალ საზოგადოებაში უნდა იტრიალოთ, კლასიკური, გემოვნებით შერჩეული ტანსაცმელი დაგჭირდებათ. ამ საზოგადოებაში ღირსეულად უნდა გამოიყურებოდეთ, ისე როგორც ნამდვილი ლედი, მაგრამ თუ სადმე მარტონი აპირებთ დროის გატარებას, შეეცადეთ გამომწვევად, თამამად ჩაიცვათ.

სასწორი ქალში იდეალს ხედავს

მამაკაცი-სასწორი ქალში, უპირველეს ყოვლისა, იდეალს ხედავს. მისთვის ის სუსტი არსებაა და მუდმივ დაცვას და ყურადღებას საჭიროებს, ამიტომ თუკი სასწორმა ყურადღება მოგაქციათ, იგი სწორედ ასეთი ურთიერთობის დამყარებას შეეცდება თქვენთან. მათი გრძნობების გასაძლიერებლად, გირჩევთ, რეტროს სტილის ტანსცმელი შეარჩიოთ, რადგან სასწორისთვის სწორედ ეს სტილია ყველაზე მეტად მისაღები. ეფექტი გაცილებით ძლიერი იქნება, თუ აქსესუარებში მხოლოდ ინდიგოს ფერი იქნება წარმოდგენილი. სხვათა შორის, ეს ფერი მართლაც ჯადოსნურად მოქმედებს მათზე და ნამდვილად არაფერი დაშავდება, თუ პაემანზე ჯინსის შარვლით ან ჯინსის ქურთუკით წახვალთ.

მორიელები მშვენიერებს ეტრფიან

მამაკაცი-მორიელები მშვენიერების საოცარი შემფასებლები არიან. მათ არ აინტერესებთ ცალკეული დეტალები, მორიელის მოსაწონი ქალი ყოველმხრივ უზადო უნდა იყოს. ამდენად, მათთან ურთიერთობა არც ისე იოლია. მორიელებთან მხოლოდ ჩაცმულობით ფონს ვერ გახვალთ. თქვენი მთავარი ამოცანაა, რომ მთლიანად აკმაყოფილებდეთ მათ მოთხოვნებს. ეს უნდა გამომჟღავნდეს როგორც ჩაცმულობაში, ისე იმიჯში, ქცევის მანერაში… და, რაც მთავარია, თავი არ უნდა მოაბეზროთ მას. მუდმივად მოგიწევთ იმის დემონსტრირება, რომ მგრძნობიარე, ნაზი, სექსუალური ქალი ხართ. ამ შემთხვევაში მორიელი ყოველთვის თქვენზე იფიქრებს. ისე, მაინც ეცადეთ, რომ მასთან შეხვედრაზე შედარებით ბაცი, პასტელის ფერების ტანსაცმლით გამოცხადდეთ; უპირატესობა ცისფერს მიანიჭეთ. მოერიდეთ მკაფიო წითელს ან მკაფიო ვარდისფერს. უმჯობესია, ამ ფერების ბაცი და მსუბუქი ტონალობა შეარჩიოთ.

მშვილდოსნის დევიზი ბუნებრივობაა

დაიმახსოვრეთ: მშვილდოსნისთვის ბუნებრივ მშვენიერებაზე მაღლა არაფერი დგას. ასე რომ, ამ შემთხვევაში ნამდვილად ღირს მკვეთრ კოსმეტიკაზე უარის თქმა. მაკიაჟი მხოლოდ ცალკეული, ოდნავ შესამჩნევი შტრიხებით უნდა იყოს წარმოდგენილი და ისიც იმიტომ, რომ ხაზი გაუსვას თქვენს ბუნებრივ ღირსებებს. რაც შეეხება ტანსაცმელს, ეცადეთ არასოდეს გამოიყენოთ ხელოვნური ქსოვილები ან ხელოვნური ბეწვი. ტანისამოსის სტილსა და მოდურობაზე მეტად მამაკაცი-მორიელი სწორედ ამას აქცევს ყურადღებას. თამამად გამოიყენეთ ზღვისფერი და ფირუზისფერი. გაბედულად შეახამეთ ისინი ბუნებაში არსებულ ყველა ფერთან.

თხის რქას შავი ფერი ინადირებს

შავი, შავი და მხოლოდ შავი – არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, საღამოს კოსტიუმი იქნება ეს, თუ საზეიმო ან ინტიმური შეხვედრისთვის განკუთვნილი ტანსაცმელი. ნებისმიერ შემთხვევაში თქვენს სამოსში შავი ფერი უნდა დომინირებდეს და ეს სრულიად საკმარისი იქნება მამაკაცი-თხის რქის გულის მოსანადირებლად. სხვათა შორის, ამასთან დაკავშირებით ერთი საინტერესო ისტორია არსებობს: როდესაც ელვის პრესლის (ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით იგი თხის რქა იყო) პრისცილა ცოლად მოჰყავდა, დაჟინებით სთხოვდა მას, რომ თმა შავად შეეღება.
ასე რომ, მამაკაცი-თხის რქები შავ ფერს მხოლოდ ტანსაცმელში როდი ანიჭებენ უპირატესობას; ისინი სხვა მუქ ფერებსაც მშვენივრად ეგუებიან.

მერწყული ჰარმონიის დარღვევას არასოდეს შეეგუება

ბუნებით მეამბოხე მამაკაცი-მერწყული აუცილებლად დააფასებს თქვენს ისეთ ჩაცმულობას, რომელიც მოდის ყველა სტერეოტიპს არღვევს. მეტიც, თუ ჩაცმულობა ცოტა შოკისმომგვრელიც იქნება, თქვენ მას აღტაცებაში მოიყვანთ. იგივე შეიძლება ითქვას მაკიაჟზეც, მაგრამ სიფრთხილე ორივე შემთხვევაში საჭიროა. ექსტრავაგანტულობა არასოდეს არ უნდა გადადიოდეს უხამსობასა და ვულგარულობაში. მართალია, მერწყულს კანონები და წესები არაფრად უღირს, მაგრამ ჰარმონიის დარღვევას არასოდეს შეეგუება.
კიდევ ერთი ნიუანსი, რასაც მერწყული ყურადღებას აქცევს, ისაა, თუ რამდენად მოხერხებულდ გრძნობთ თავს ტანსაცმელში. იგი დაძაბულობას იმწუთას ამჩნევს და თავადაც იძაბება. რაც შეეხება ფერებს, თუ მერწყულთან ხანგრძლივ ურთიერთობას გადაწყვეტთ, სამუდამოდ უნდა დაივიწყოთ მკვეთრი და მყვირალა ფერები – თქვენი ტანსაცმელიც და მაკიაჟიც მუდმივად მოვერცხლისფრო-მოლურჯო ფერებში უნდა იყოს გადაწყვეტილი.

თევზებს ყველაზე მეტად იასამნისფერი ხიბლავთ

რომანტიკოსი და მეოცნებე მამაკაცი-თევზებისთვის უფრო რეტრო სტილია მისაღები, ვიდრე მოდერნი. თუ რეტროს მოყვარული არ ხართ, ეცადეთ, ჩაცმულობაში არ იგრძნობოდეს ვულგარულობა – ამას თევზები აუცილებლად დააფასებენ. გაითვალისწინეთ, რომ მათ იასამნისფრის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ, მაგრამ ამ ფერს ბოროტად ნუ გამოიყენებთ. იმის ნაცვლად, რომ პაემანზე იასამნისფერი კაბით წახვიდეთ, უმჯობესია, ლურჯი კაბა ჩაიცვათ და იასამნისფერი შარფი გაიკეთოთ, ან თავად კაბა იყოს იასამნისფერი აქსესუარებით გაწყობილი. ეს ყველაფერი მამაკაც-თევზებზე ძლიერ ეფექტს მოახდენს და თქვენი სურვილიც ასრულდება.

მოამზადა თამთა გურულმა

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close