ხვალიდან საქართველოში გამოიდარებს – გვაიმედებენ სინოპტიკოსები
გული გაგიწვრილათ სიცივემ, ქარმა და უამინდობამ? ზოგან, მაღალმთიან ზონებში უკვე თოვლიც მოვიდა. რას ვიზამთ, გვიანი შემოდგომაა, ზამთარი მოდის და ამინდიც შესაფერისია, მაგრამ სინოპტიკოსები გვაიმედებენ, რომ ხვალიდან საქართველოში გამოიდარებს, თუმცა ღამით და დილისკენ ტემპერატურა დაიკლებს, დღისით კი – მოიმატებს. ინფორმაციას საქართველოში 6-8 ნოემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, საქართველოში 6 ნოემბრიდან გამოიდარებს, ნალექი შეწყდება და ქარიც ჩადგება. ღამისა და დილის საათებში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის დაკლება, ხოლო დღის საათებში ტემპერატურა შედარებით მოიმატებს: დასავლეთ საქართველოს დაბლობში – +12, +17, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი +10, +15 გრადუსამდე.
თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამით – -1,+2, დღისით კი +12, +14 გრადუსი დაფიქსირდება.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) უნალექო ამინდი იქნება. დღისით +11, +16 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) უნალექო ამინდი იქნება. ღამის საათებში ტემპერატურა 0, +5 გრადუსამდე დაიკლებს, დღისით კი +12, +17 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი) უნალექო ამინდი იქნება. ღამის საათებში ტემპერატურა -1, -6 გრადუსამდე დაიკლებს, დღისით კი +7, +12 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო) უნალექო ამინდი იქნება. ღამის საათებში ტემპერატურა -11, -16 გრადუსამდე დაიკლებს, დღისით კი +2, +7 გრადუსი დაფიქსირდება.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი) უნალექო ამინდი იქნება. ღამის საათებში ტემპერატურა შიდა ქართლში -2, -4 გრადუსამდე დაიკლებს, დღისით კი +9, +14 გრადუსი დაფიქსირდება.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო) უნალექო ამინდი იქნება. ღამის საათებში ტემპერატურა 0, -2 გრადუსამდე დაიკლებს, დღისით კი +10, +15 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური) უნალექო ამინდი იქნება. ღამის საათებში ტემპერატურა -5, -10 გრადუსამდე დაიკლებს, დღისით კი +4, +9 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო) უნალექო ამინდი იქნება. ღამის საათებში ტემპერატურა -12, -17 გრადუსამდე დაიკლებს, დღისით კი 0, +5 გრადუსი დაფიქსირდება.
კომენტარები