კულტურასაქართველო

ლევილში ქართული ვაზის გასაშენებლად ელექტრონული აუქციონი გამოცხადდა

საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა გამოაცხადა ელექტრონული აუქციონი საფრანგეთში, ლევილის ისტორიულ-მემორიალური მუზეუმის ეზოში (2250 კვ. მ მიწა და მის მიმდებარედ განთავსებული სამი მღვიმე) ქართული ვაზის ჯიშის გაშენების მიზნით იჯარის გასაცემად. ლევილის მამულში ქართული ვაზი საქართველოს სახელმწიფომ 2026 წლის 23 სექტემბრამდე უნდა გააშენოს, როგორც ამას 2016 წლის 23 სექტემბერს ფრანგი ნოტარიუსის წინაშე გაფორმებული, მამულის გადმოცემის აქტი ითვალისწინებს.

იჯარის პირობების თანახმად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 თვეში იჯარის უფლებით გადაცემულ ქონებაზე უნდა გაშენდეს ქართული ჯიშის ვაზი, 48 თვეში კი ბიოწარმოება უნდა დაიწყოს. ყოველწლიურად წარმოებული ბიოღვინის 20% ლევილის მამულს უსასყიდლოდ უნდა გადაეცეს.

გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად მოიჯარემ უნდა გააკეთოს არანაკლებ 100 000 ევროს ინვესტიცია (მათ შორის, არანაკლებ 10 000 ევროს ინვესტიცია ერთი მღვიმის მოსაწყობად). სარგებლობაში გადაცემის ვადაა 10 წელი. ყოველწლიური საიჯარო ქირის გადახდა მოხდება წელიწადში ერთხელ. აუქციონში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს იჯარის ხელშეკრულების გაფორმებამდე ბიოღვინის წარმოების არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი, ასევე, შესაბამისი საბანკო გარანტია.

ელექტრონული აუქციონი მიმდინარეობს 2024 წლის 30 სექტემბრის 17:00 საათამდე.

დეტალური ინფორმაცია აუქციონის პირობების შესახებ ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე.

ინფორმაციას კულტურის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close