რა თანხა გამოიგზავნა ივლისში უცხოეთიდან საქართველოში – TOP 10 ქვეყანა
მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, საქართველო ფულად გზავნილებზე დამოკიდებული ქვეყნების რეიტინგში 21-ე ადგილზეა. სტატისტიკა ცხადყოფს, რომ ქვეყნის ეკონომიკის ფულად გზავნილებზე დამოკიდებულების მაჩვენებელი კვლავ მაღალია.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2024 წლის ივლისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ $298.1 მლნ (815.0 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 1.8%-ით ($5.4 მლნ-ით) ნაკლებია 2023 წლის ივლისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ფულადი გზავნილები შემცირდა რუსეთიდან, ხოლო ევროკავშირის ქვეყნებიდან და აშშ-დან გაიზარდა. ამავე დროს, აშშ ლიდერია გადმორიცხვებით, საიდანაც ივლისში საქართველოში $50,34 მილიონის ფულადი გზავნილი შემოვიდა.
მეორე ადგილზეა იტალია (16.4%), საიდანაც გასულ თვეში 48.88 მილიონი დოლარი გადმოირიცხა – ეს წინა წელთან შედარებით 6.58%-იანი მატებაა.
მესამე ადგილზეა რუსეთი (15.25%) 45.47 მილიონი აშშ დოლარით, რაც 2023 წლის ივლისთან შედარებით 38.55%-იანი კლებაა.
- აშშ – $50.34 მლნ;
- იტალია – $48.88 მლნ;
- რუსეთის ფედერაცია – $45.47 მლნ;
- გერმანია – $24.70 მლნ;
- საბერძნეთი – $23.21 მლნ;
- ისრაელი – $21.69 მლნ;
- ყაზახეთი – $10.51 მლნ;
- თურქეთი – $9.17 მლნ;
- ყირგიზეთი – $7.84 მლნ;
- ესპანეთი – $7.04 მლნ;
რაც შეეხება საქართველოდან განხორციელებულ გადარიცხვებს, 2024 წლის ივლისში საზღვარგარეთ $33.5 მლნ (91.5 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2023 წლის ივლისის ($28.6 მლნ) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 17.1%-ით მეტია.
მანანა ბანძელაძე
კომენტარები