საზოგადოებასაქართველო

სუპერყოჩაღი ჭიათურელი გოგო – ბარბარე ღავთაძემ ეროვნულ გამოცდებში ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო!

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები გამოქვეყნდა. უკვე ცნობილია იმ აბიტურიენტების ვინაობა, რომლებმაც მაქსიმალური ქულები მიიღეს. მათ შორისაა ოქროსმედალოსანი ბარბარე ღავთაძე.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე ბარბარე ღავთაძე ერთ-ერთია იმ წარმატებულ აბიტურიენტთა შორის, რომელმაც ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა. მან ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო:

ქართული ენა – 60/60;

უცხოური ენა – 70/70;

ისტორია – 60/60.

ბარბარეს სკოლაში არ უკვირთ მათი კურსდამთავრებულის წარმატება – 12 წელი იგი საუკეთესო იყო და სკოლაც ოქროს მედალზე დაამთავრა.

თავად ბარბარე ამბობს, რომ მაღალ ქულებს მოელოდა, მაგრამ სამივე საგანში მაქსიმალური შეფასება მისთვისაც მოულოდნელი იყო. წარმატებულ აბიტურიენტს მომავალ პროფესიად სამართალი აქვს არჩეული, თუმცა ჯერ არ გადაუწყვეტია სად გააგრძელებს სწავლას – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კავკასიის უნივერსიტეტში თუ თავისუფალ უნივერსიტეტში.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close