მოგზაურობა

როდიდან იქნება შესაძლებელი საქართველოდან ევროპამდე საკუთარი ავტომობილით ბორნის საშუალებით ჩასვლა?

ადამიანებს, რომლებსაც საქართველოდან ევროპაში საკუთარი მანქანით მოგზაურობა სურთ, სექტემბრიდან ამის საშუალება ექნებათ.

e60 shipping line-ის დამფუძნებელი დავით ბარდაველიძე bm.ge-სთან ამბობს, რომ გაფართოების გადაწყვეტილება გადაზიდვებზე არსებული გაზრდილი მოთხოვნის ფონზე მიიღეს.

ამასთან, E60 Shipping Line-ი გეგმავს, რომ საქართველოდან რუმინეთს შორის რეგულარული საბორნე სამგზავრო გადაყვანაც სექტემბრიდან დაიწყოს.

„პოლიტიკურად არავის, არც რუსს და არც სხვას, არ სურდა ამ [შუა დერეფნის] კორიდორის ამუშავება. მაგრამ ჩვენ ეს ნაბიჯი გადავდგით. რაც მთავარია, ეს იყო ჩემთვის ცოტა პატრიოტული ნაბიჯი. აღმოჩნდა, რომ შავ ზღვაში ქართული დროშა არ ფრიალებდა. ჩვენ ვიყავით პირველები და დავარქვით „აია, კოლხეთი“. ახლა ორი გემით ვოპერირებთ. ერთი ჩარტერიც გვაქვს და ვეძებთ ინტენსიურად, რომ მეორე გემიც ვიყიდოთ.

ახლა ვმუშაობთ და ორი გემის ვარიანტი გვაქვს, რომლებიც შეიძლება ჩავაყენოთ და გარდა არაგაბარიტული ტვირთებისა, მოვემსახურებით კერძო მგზავრებსაც, რომლებსაც ევროპაში თავისი მანქანით წასვლა უნდათ. ეს სადღაც სექტემბრიდან იქნება. უკვე განხორციელებულია $5 მლნ-ის ინვესტიცია და ამ გემებში კიდევ განხორციელდება $11 მლნ-ის ინვესტიცია.

კომფორტულია იმ მხრივ, რომ ევროპაში რომ მოხვდე საკუთარი ავტომობილით, უნდა გაიარო არაერთი საზღვარი, უნდა გაიარო თურქეთი და, ამ მხრივ, ალბათ ბევრად კომფორტულია. საერთოდ, ძალიან გრძელი გზაა ბორნისთვის. მოგეხსენებათ, საბორნე გადაზიდვები კუნძულებს შორისაა, მოკლე მანძილებზე. ჩვენი კი 600 საზღვაო მილია და 2 დღე მაინც უნდა იყო გემზე. ვისაც ეს გამოცდილება სურს, ძალიან კარგია. რუმინეთიდან კი უკვე დიდი არეალია, საით გსურს წასვლა. შემთხვევითი არ არის, რომ შავი ზღვის კაბელი კონსტანცაში მიდის და არა სხვაგან. თან სიმბოლურია და თან ძალიან მოსახერხებელი”, – თქვა ბარდაველიძემ bm.ge-ს გადაცემა „წერტილში“.

ცნობისთვის, საქართველო-რუმინეთს შორის კომპანია E60 Shipping Line-მა საბორნე გადაზიდვები გასული წლის ივნისში დაიწყო.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close