ეკონომიკაიტალია

სახლები 3 ევროდან – იტალიის მორიგი შეთავაზება

სად შეგიძლიათ მოიძიოთ დამატებითი ინფორმაცია

იტალია ერთ-ერთია იმ ქვეყანათა ჩამონათვალში, რომლებიც დაუსახლებელ პუნქტებში მოსახლეობის გაზრდის მიზნით ნებისმიერ მსურველს სახლებს ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად სთავაზობენ. მაგალითად, 2019 წელს სიცილიაში, იტალიურ სოფელ სამბუჩაში უძრავი ქონების შეძენა 1 ევროდან იყო შესაძლებელი.

შეთავაზებამ იმდენად გაამართლა, რომ აშშ-იდან თუ შუა აღმოსავლეთიდან იტალიაში დასახლების მსურველებმა ადგილობრივ ეკონომიკაში 20 მილიონი ევროს კონტრიბუცია შეიტანეს.

სწორედ ამიტომ, იტალიის მთავრობამ აუქციონზე იაფი ბინების გამოტანის გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ მიიღო, თუმცა პირობები შეცვლილია. თუ 2019 და 2021 წლებში გასაყიდად გამოტანილი სახლის ღირებულება 1 ევროდან იწყებოდა, დღეს მათი საწყისი ღირებულება 3 ევრომდე გაიზარდა.

აუქციონის წესით, ათი სახლიდან ერთ-ერთს ის შეიძენს, ვინც მასში ყველაზე მაღალ ფასს გადაიხდის, რაც, შემოთავაზებული სიმბოლური 3 ევროს ნაცვლად, ხშირად 5-დან 10 ათას ევრომდე აღწევს.

აღსანიშნავია, რომ გასაყიდად გამოტანილი სახლები სიცილიის ერთ-ერთ უძველეს უბანში, სარაჩენში მდებარეობს. სახლების უმრავლესობა 1969 წელს მიატოვეს, მასშტაბური მიწისძვრის შემდეგ, რის გამოც არცერთი მათგანი საცხოვრებლად მზა კონდიციაში არ არის – სახლის შეძენის შემთხვევაში მყიდველმა მისი შეკეთებისთვის საჭირო 30-დან 200 ათასამდე ევროს ინვესტიცია უნდა გაითვალისწინოს და სარემონტო პროცესი 3 წელიწადში უნდა დაასრულოს.

სახლების უმრავლესობა ორ-სამსართულიანი, ორი-სამი საძინებლით დაკომპლექტებული 80 კვადრატული მეტრის ნაგებობაა, ზოგიერთ მათგანს საკუთარი ტერასაც აქვს. დაინტერესებულ პირებს კი დამატებითი ინფორმაციის მოძიება და სააპლიკაციო ფორმების შევსება სიცილიის ქალაქის საბჭოს ვებსაიტზე შეუძლიათ.

bm.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close