ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს – ამინდის პროგნოზი უახლოესი დღეებისთვის
2 მაისამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ხოლო 2 მაისიდან 6 მაისამდე კი სინოპტიკოსები საქართველოს უმეტეს რაიონში დროგამოშვებით წვიმას (ზოგან ძლიერს) და ელჭექს, ელჭექის დროს ქარის ხანმოკლე გაძლიერებას პროგნოზირებენ, შესაძლოა ზოგან სეტყვაც მოვიდეს. 2 მაისიდან ჰაერის ტემპერატურაც დაიკლებს. უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, თბილისში 2 მაისამდე შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი, ხოლო 2 მაისს, საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა 2 მაისამდე დღისით +28, +30 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 2 მაისს +23, +25 გრადუსამდე დაიკლებს.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) 2 მაისამდე – ცალკეულ, ხოლო 2 მაისს უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა 2 მაისს დღისით +17, +19 გრადუსამდე დაიკლებს.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 2 მაისამდე – ცალკეულ, ხოლო 2 მაისს უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა 2 მაისს დღისით +19, +21 გრადუსამდე დაიკლებს.
დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო) 2 მაისამდე – ცალკეულ, ხოლო 2 მაისს უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა 2 მაისს დღისით +20, +22 გრადუსამდე დაიკლებს.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო) 2 მაისამდე – ცალკეულ, ხოლო 2 მაისს უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 2 მაისს დღისით +15, +17 გრადუსამდე დაიკლებს.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი) 2 მაისამდე – ცალკეულ, ხოლო 2 მაისს უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ზოგან შესაძლოა სეტყვაც აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +30 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 2 მაისს შედარებით დაიკლებს.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო) 2 მაისამდე – ცალკეულ, ხოლო 2 მაისს უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ზოგან შესაძლოა სეტყვაც აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +30 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 2 მაისს შედარებით დაიკლებს.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო) 2 მაისამდე – ცალკეულ, ხოლო 2 მაისს უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ზოგან შესაძლოა სეტყვაც აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +28 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 2 მაისს შედარებით დაიკლებს.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 2 მაისამდე – ცალკეულ, ხოლო 2 მაისს უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ზოგან შესაძლოა სეტყვაც აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +23 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 2 მაისს შედარებით დაიკლებს“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.
ამავე წყაროს ცნობთ, 2 მაისის დღის მეორე ნახევრიდან 6 მაისამდე ზოგან მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
კომენტარები