ჰოროსკოპი

ჰოროსკოპი: კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 29 აპრილი – 5 მაისი

ამ კვირაში არასამუშაო განწყობა სუფევს, ცოტას თუ უნდა სერიოზულ საკითხებზე ფიქრი და საქმის კეთება, როცა მათ გარშემო ყველა და ყველაფერი მხიარულად გამოიყურება, თუმცა კვირის შუა პერიოდი მშვიდი, დასვენებისა და გართობისთვის განკუთვნილი ნამდვილად არ იქნება. ეს კვირა კარგი დროა თქვენი ხასიათის სიძლიერის საჩვენებლად. განსაკუთრებით ხელსაყრელი გარემო იქნება შემოქმედებით ასპარეზზე. გამოიყენეთ შესაძლებლობები და ნუ ეძებთ მიზეზებს თქვენი სიზარმაცის გასამართლებლად, ეჭვი ნუ გეპარებათ საკუთარ თავში! ასტროლოგების რჩევით, შაბათ-კვირას დასვენებაც საკმარისია, რომ სამსახურში პრობლემები არ შეგექმნათ და, საერთოდ, დასახული გეგმები წარმატებით განახორციელოთ.

 

ვერძი

ეს კვირა შესაძლოა სავსე იყოს ცდუნებებით. არ არის გამორიცხული, კოლეგები შეეცადონ თქვენს მოტყუებას ან საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებას. ფხიზლად იყავით, არ მოერიდოთ რთულ საუბრებს კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან. უბრალოდ, ნუ აიღებთ დამატებით ვალდებულებებს, რაც არ გეკუთვნით და არ გევალებათ. ბევრ თქვენგანს გაუჩნდება სურვილი, წავიდეს ხანმოკლე შვებულებაში, რათა მშვიდად გააცნობიეროს მომავალი ამოცანები და მოტივაცია გაუწიოს საკუთარ თავს სამსახურში, რომელიც კარგ პერსპექტივას გპირდებათ, თუმცა აუცილებლად უნდა დაასრულოთ დაწყებული საქმეები, რათა თავი თავდაჯერებულად იგრძნოთ და სინდისის ქენჯნის გარეშე დაისვენოთ.

სასიკეთო დღეები: 1, 4.

არასასიკეთო დღე: 30.

 

კურო

ამ კვირაში, უბრალოდ, შეუცვლელი იქნებით იქ, სადაც გცნობენ და შესაძლოა კიდევ რამდენიმე ადგილას, სადაც თქვენ შესახებ ჯერ არაფერი იციან, თუმცა მალე გაიგებენ და დაგაფასებენ. კარიერული თვალსაზრისით ყველაზე ხელსაყრელი ცვლილებები გელით. მოსალოდნელია ახალი ადამიანის გაცნობა,  რომელიც ფასდაუდებელ დახმარებას გაგიწევთ. აგრეთვე, მოსალოდნელია წარმატებული მოლაპარაკებები და საინტერესო მოგზაურობები. ერთადერთი, რაც უნდა გაითვალისწინოთ, ისაა, რომ თქვენმა წარმატებამ შესაძლოა გაღიზიანება გამოიწვიოს, ამიტომ შეეცადეთ მშვიდად იმოქმედოთ, ვითომც დიდი არაფერი მომხდარა და  პროვოკაციებს არ აჰყვეთ.

სასიკეთო დღეები: 29, 2.

არასასიკეთო დღე: 5.

 

ტყუპი

დამატებითმა პროფესიულმა პასუხისმგებლობამ შესაძლოა ეს პერიოდი გაგირთულოთ. არ არის გამორიცხული, რომ არ გექნებათ საშუალება, საკმარისი დრო გაატაროთ საყვარელ ადამიანებთან. ალბათ გაგიჭირდებათ მათთვის დაპირებების შესრულება, რაც შეგაწუხებთ და დისკომფორტს გაგრძნობინებთ. შეეცადეთ ისარგებლოთ ყველა შესაძლებლობით, რათა სიტუაციას გაუმკლავდეთ და თქვენი კარიერული პერსპექტივები გააუმჯობესოთ. სავარაუდოა მოგზაურობები, შეხვედრები და პაემნები, რომლებიც მრავალფეროვანი შთაბეჭდილებებით აგავსებთ.  მოთმინება და სიმშვიდე  წარმატებას მოგიტანთ პირად ცხოვრებაში.

სასიკეთო დღეები: 29, 5.

არასასიკეთო დღე: 30.

 

კირჩხიბი

ამ კვირაში წარმატებით შეძლებთ ახალი იდეების  ორიგინალური განვითარების პოპულარიზაციას. ხელმძღვანელებისა და კოლეგების კეთილგანწყობა და ყურადღება გარანტირებული გაქვთ. ახლობელ ადამიანებთან კარგი ურთიერთობას შეურაცხყოფითა და გაუგებრობით ნუ გააფუჭებთ, ტაქტიანად და გონივრულად იმოქმედეთ. სტრესის არარსებობა და  სასიამოვნო ატმოსფერო ოჯახში დაგეხმარებათ, მიაღწიოთ სიმშვიდეს და იფიქროთ იმაზე, თუ როგორ გააუმჯობესოთ თქვენი ცხოვრება. პარასკევი და შაბათი კარგი დღეებია ქალაქგარეთ გასვლისთვის.

სასიკეთო დღეები: 3, 4.

არასასიკეთო დღე: 1.

 

ლომი

ამ კვირაში დაგჭირდებათ ისეთი თვისებები, როგორიცაა წინდახედულობა და თანმიმდევრულობა  ქმედებებში. ორშაბათს ჯობს არ დაიწყოთ ახალი საქმეები, რადგან შესაძლოა პარტნიორებმა იმედი გაგიცრუონ, უმჯობესია დაუმთავრებელ პროექტებს გაუმკლავდეთ;  შეეცადეთ ნაკლებად ეკამათოთ ხელმძღვანელებს.  ხუთშაბათს დახმარებისთვის მიმართეთ თქვენს ინტუიციას, კომუნიკაციის  და დიპლომატიურ უნარებს, ადვილად შეძლებთ არსებული სიტუაციის თქვენს სასარგებლოდ გამოყენებას, თუმცა თქვენი ქმედებები უნდა აკონტროლოთ, რათა უნებურად ვინმეს ზიანი არ მიაყენოთ. კვირის ბოლოს ბავშვებმა შეიძლება დაგაფიქრონ თავიანთი პრობლემებით.

 

სასიკეთო დღეები: 2, 5.

არასასიკეთო დღე: 3.

 

ქალწული

ამ  კვირის პირველ ნახევარში არ არის საჭირო გრანდიოზული გეგმების შედგენა, უმჯობესია ყურადღება გაამახვილოთ ექსკლუზიურად ყოველდღიურ აქტუალურ საქმეებზე. იყავით გონიერი და წინდახედული, შეეცადეთ თავიდან აიცილოთ პრობლემები და კონფლიქტური სიტუაციები პარტნიორებთან ურთიერთობაში. დაისახეთ მომავლის მკაფიო მიზნები. არ არის საჭირო ყველა კურდღლის ერთდროულად დევნა. თქვენს დასვენებას გაალამაზებს სახლში გატარებული რამდენიმე მყუდრო საღამო, მონატრებულ მეგობრებთან შეხვედრები.

სასიკეთო დღეები: 30, 1.

არასასიკეთო დღე: 4.

 

სასწორი

ამ კვირაში მთელ რიგ ვარსკვლავთა გავლენის ქვეშ იქნებით, რაც გარშემო მყოფთა მოთხოვნილებებისადმი მგრძნობიარე და ყურადღებიან დამოკიდებულებას გულისხმობს. ეს არ არის შესაფერისი დრო კარიერის კუთხით რაიმე რადიკალური ნაბიჯების გადასადგმელად, სიტუაცია ყველაზე ხელსაყრელი იქნება სიყვარულისა და რომანტიკისთვის. ხუთშაბათს სასიამოვნო პაემანი გელით.  თქვენი პოზიტიური მიდგომა ცხოვრებისადმი, ისევე როგორც უფროსების ან მეგობრების რჩევა, დაგეხმარებათ, სწრაფად მოიშოროთ ეჭვები და შეიმუშაოთ მოქმედების სწორი სტრატეგია. შაბათ-კვირას ახლობელ ადამიანებს შეხვდებით და დროს მათთან ერთად გაატარებთ.

სასიკეთო დღეები: 29, 4.

არასასიკეთო დღე: 5.

 

მორიელი

ეს კვირა თქვენთვის, ზოგადად, კონსტრუქციული და ხელსაყრელია.  თქვენი ავტორიტეტი კოლეგებსა და ხელმძღვანელობას შორის იზრდება. უფრო და უფრო საპასუხისმგებლო დავალებები დაგეკისრებათ და თქვენ მათთან ერთად მნიშვნელოვან საქმეს გააკეთებთ.  მოსალოდნელია დაწინაურება და ხელფასის ზრდა.  თქვენი პირადი ცხოვრება მრავალფეროვანი და საინტერესო იქნება. შაბათ-კვირას მოერიდეთ კამათს ახლობლებთან, რადგან თქვენმა სიტყვებმა და ქმედებებმა შეიძლება არა მხოლოდ თქვენ დაგაზარალოთ, არამედ თქვენი საყვარელი ადამიანებიც ცუდ დღეში ჩააგდოს.

სასიკეთო დღეები: 30, 3.

არასასიკეთო დღე: 1.

 

მშვილდოსანი

ეს კვირა შეიძლება საკმაოდ რთული იყოს თქვენთვის, რადგან ვარსკვლავები არახელსაყრელ მდგომარეობაში არიან. ზოგიერთს შეიძლება გაუჭირდეს ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნება მოულოდნელი ხარჯების გამო, თუმცა შაბათ-კვირამდე სიტუაცია მოგვარდება და განწყობა გაგიუმჯობესდებათ. თქვენი აქტიურობა და ენერგიულობა დაგეხმარებათ, მიაღწიოთ იმაზე მეტს, ვიდრე თავად ელოდით. გარდა ამისა, მალე მოგეცემათ ახალი შანსი, რომლის გამოყენებასაც შეძლებთ, მაგრამ არც ის დაგავიწყდეთ, რომ იღბალი უღიმის მათ, ვისაც საკუთარი ძალების სჯერა! შაბათს პირად ცხოვრებაში სასიამოვნო მოვლენებს ელოდეთ.

სასიკეთო დღეები: 29, 4.

არასასიკეთო დღე: 30.

 

თხის რქა

ამ კვირაში სავსე იქნებით პოზიტიური ენერგიითა და ოპტიმიზმით და წარმატებას მიაღწევთ თქვენს ბევრ საქმეში როგორც პირად, ისე პროფესიულ ასპარეზზე. ძალიან მარტივად გამოხვალთ ერთი შეხედვით რთული სიტუაციებიდანაც კი, თუ ისინი წარმოიქმნება. ყველაფერი თქვენი გეგმების მიხედვით წარიმართება, ახლობლები და მეგობრები კი მზად იქნებიან, გაგიწიონ ყველა შესაძლო მხარდაჭერა. ოჯახთან და მეგობრებთან ურთიერთობაში მთავარი ყურადღება, სითბო და ურთიერთგაგება იქნება. არ არის გამორიცხული დაკარგული კავშირების აღდგენა, რაც მომავალში ძალიან გამოგადგებათ.

სასიკეთო დღეები: 29, 4.

არასასიკეთო დღე: 5.

 

მერწყული

უმეტეს თქვენგანს არანაირი სერიოზული პრობლემა არ ექნება ამ კვირაში. რაც შეეხება კონკრეტულად განათლებასთან დაკავშირებულ ადამიანებს, მათთვის ეს კვირა განსაკუთრებით კარგი პერიოდია ვარსკვლავების დადებითი გავლენის წყალობით.  ხოლო ვინც  სამუშაოს ეძებს, შესაძლოა მომგებიანი სამუშაო შეთავაზებები მიიღონ ღირსეული ხელფასით. ხუთშაბათს და პარასკევს მოულოდნელ სტუმრებს უნდა ელოდოთ. შაბათ-კვირა უმჯობესია ოჯახთან ერთად გაატაროთ. შეგიძლიათ ოჯახისთვის მდიდრული ვახშამიც კი მოაწყოთ.

სასიკეთო დღეები: 2, 5.

არასასიკეთო დღე: 3.

 

თევზები

ეს დღეები უმრავლესობისთვის ძალიან დატვირთული იქნება. კვირის დასაწყისში შესაძლოა პროფესიულ სფეროში გარკვეული დაბრკოლებები შეგხვდეთ.  ნუ მიიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს, უბრალოდ, განაგრძეთ მუშაობა და წარმატება გარდაუვალია. ოთხშაბათი ფსიქოლოგიურად კვირის ერთ-ერთი ყველაზე რთული დღეა. ფრთხილად იყავით ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით. კვირის ბოლოს შეეცადეთ უფრო მეტი ყურადღება  მიაქციოთ თქვენს სახლს, კარგი დროა, რომ ყველაფერი ძველი, რასაც არ იყენებთ, ყოველგვარი სინანულის გარეშე მოიშოროთ.

სასიკეთო დღეები: 1, 5.

არასასიკეთო დღე: 2.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close