სპორტი

ძიუდო: საქართველოს შერეული ნაკრები ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა

ზაგრებში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში დღეს, ტურნირის ბოლო დღეს  გუნდური შეჯიბრება გაიმართა. საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეულმა ნაკრებმა ნახევარფინალში ხორვატიას 4:1 სძლია და ფინალში გავიდა, სადაც საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და 0:4 დამარცხდა. შესაბამისად, ჩვენი ნაკრები ვერცხლის მედალს დაეუფლა. 

პირველი შეხვედრა ეთერ ლიპარტელიანმა (57კგ) დაძაბულ ორთაბრძოლაში, დამატებითი დროის მე-5 წუთზე დათმო, შემდეგ ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ) განიცადა მარცხი, მარიან ჭანტურიამაც (70 კგ) გაფრთხილებებით წააგო ძლიერ მოწინააღმდეგესთან, ხოლო ლაშა ბექაური (90 კგ) აკრძალული ილეთისთვის მოხსნეს და გამარჯვება მის მეტოქეს ჩაუთვალეს.

შეგახსენებთ, რომ ზაგრებში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ინდივიდუალურ ასპარეზობებში საქართველოს ნაკრები საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე გავიდა. ევროპის ჩემპიონები გახდნენ ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) და ტატო გრიგალაშვილი, ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ ილია სულამანიძე (100 კგ) და გურამ თუშიშვილი (+100 კგ), ბრინჯაოს კი – ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ), ლაშა ბექაური (90 კგ) და ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ).

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close