სპორტი

ევროპის ძიუდოს კავშირმა ტატო გრიგალაშვილი 2023 წლის საუკეთესო მამაკაც ძიუდოისტად დაასახელა

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე 2023 წლის საუკეთესო მამაკაც ძიუდოისტად ევროპის ძიუდოს კავშირმა ტატო გრიგალაშვილი დაასახელა. ჯილდო ქართველ სპორტსმენს ევროპის ძიუდოს კავშირის პრეზიდენტმა ლასლო ტოთმა გადასცა.

აღსანიშნავია, რომ წლის საუკეთესო ახალგაზრდა მამაკაცი ძიუდოისტი შალვა გურეშიძე გახდა, წლის საუკეთესო გუნდად კი საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები დასახელდა.

ტატო გრიგალაშვილი საუკეთესო ძიუდოისტად ზედიზედ მეორედ დაასახელეს. იგი 2023 წელს მსოფლიო ჩემპიონი და ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა, ხოლო შალვა გურეშიძემ ახალგაზრდებს შორის ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულები მოიპოვა. საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეულმა ნაკრებმა 2023 წელას ევროპულ თამაშებზე ბრინჯაოს მედალი მოიგო და მსოფლიოს ჩემპიონატზეც ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

2024 წლის ევროპის ჩემპიონატს რაც შეეხება, ზაგრებში დღეს მიმდინარე გუნდურ ასპარეზობაზე საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები ფინალშია, სადაც საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. სულ ცოტა ხანში გახდება ცნობილი, მოიპოვებს თუ არა ამჯერად საქართველოს შერეული ნაკრები ევროპის ჩემპიონის ტიტულს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close