პოლიტიკაქართველები უცხოეთში

ისრაელში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს საელჩო მოქალაქეებისთვის ინფორმაციას ავრცელებს

ისრაელში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს საელჩო ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს მოქალაქეებისთვის ინფორმაციას ავრცელებს.

„შეგახსენებთ, რომ ისრაელში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საელჩოში მოქმედებს ცხელი ხაზის ნომრები: +972 52-6919092; +972 52-7583344; +972 54-7386813;

მშვიდობას ვუსურვებთ ისრაელს და ისრაელის მოსახლეობას“, – აღნიშნულია საელჩოს ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ისრაელის მედიამ წუხელ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით ათეულობით უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა. მოგვიანებით გავრცელდა ცნობა ირანის მიერ ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტების პირველი ტალღის გაშვების შესახებ. ამასთან, გაეროში ირანის მისიამ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ ლეგიტიმური თავდაცვის შესახებ გაეროს წესდების 51-ე მუხლის საფუძველზე, ირანის სამხედრო ქმედება იყო პასუხი სიონისტური რეჟიმის აგრესიაზე – დამასკში, დიპლომატიურ შენობებზე თავდასხმაზე და „საკითხი შეიძლება დახურულად ჩაითვალოს“.

ირანის თავდასხმის ფონზე ისრაელმა დღეს, 14 აპრილს, ადგილობრივი დროით 00:30 სთ-დან ქვეყნის საჰაერო სივრცე დახურა საერთაშორისო და შიდა ფრენებისთვის. ამის შესახებ ინფორმაცია ისრაელის ტრანსპორტის სამინისტრომ გაავრცელა.

ჯერჯერობით უცნობია, როდის განახლდება ფრენები. მათივე განმარტებით, ახალ ინფორმაციას მოსახლეობას განვითარებული მოვლენების შესაბამისად მიაწვდიან. მგზავრებს მოუწოდებენ, განრიგის შეცვლის გამო თავიანთი რეისების დრო ავიაკომპანიებთან და თელ-ავივის რამონის აეროპორტის ადმინისტრაციის საიტზე დააზუსტონ.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close