მსოფლიოეკონომიკა

ლუქსემბურგში საათში 47 ევროს გადაგიხდიან – სად ღირს შრომა ყველაზე ძვირი?

ევროპას ხშირად დასაქმებისთვის ერთ-ერთ საუკეთესო კონტინენტად მოიაზრებენ, არგუმენტად კი სამუშაო პირობები, შრომითი უფლებები და ანაზღაურებაც მოჰყავთ. ჩამოთვლილი მიზეზები განაპირობებს იმას, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქე დასაქმებისთვის ხშირად სწორედ ევროპას ირჩევს.

Visual capitalist-ი „ევროსტატის“ მონაცემებზე დაყრდნობით, ევროპის ქვეყნების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც საშუალო საათობრივი ანაზღაურება ყველაზე მაღალია. მონაცემები 2023 წლის მაჩვენებელს ეყრდნობა.

ლუქსემბურგი, ე.წ ევროპის ფინანსური მომსახურების დედაქალაქი, ევროპის იმ ქვეყნებს შორის პირველია, სადაც საათში ყველაზე მაღალი საშუალო ხელფასია. ლუქსემბურგში საათში €47-ს იხდიან. აღსანიშნავია, რომ ქვეყანას ასევე აქვს მსოფლიოში ყველაზე მაღალი მშპ ერთ სულ მოსახლეზე (132 370 დოლარი). ლუქსემბურგი ათეულში ხვდება ყველაზე ბედნიერ ქვეყნებს შორის. 2024 წლის მონაცემებით, ის მერვე ყველაზე ბედნიერი ქვეყანაა – 7.1 ქულით.

საათში საშუალო ანაზღაურებით სიის მეორე ადგილოსანი დანიაა. დანიაში საშუალო საათობრივი ანაზღაურება €42-ს შეადგენს. ლუქსემბურგის მსგავსად დანიაც ყველაზე ბედნიერი ქვეყნების სიის წევრია. ის ათეულში მეორე ადგილს იკავებს. ქვეყნის ბედნიერება კი 7.6 ქულით არის შეფასებული.

დანიას მოსდევს ნორვეგია. ევროპის ამ ქვეყანაში საათობრივი ანაზღაურება დაახლოებით €41.7-ს შეადგენს.

ხუთეულს ავსებენ ისლანდია და ბელგია – შესაბამისად, €39.5 და €36.3 საათობრივი ანაზღაურებით.

ევროსტატის მონაცემთა ბაზაში ევროპის ქვეყნებს შორის ყველაზე დაბალი საათობრივი ანაზღაურება ბულგარეთში აქვთ. ამ ქვეყანაში შრომა საათში 8 ევროდ ფასდება.

ამ მონაცემებზე დაყრდნობით, ვხედავთ, რომ ჩრდილოეთ და დასავლეთ ევროპაში საშუალო საათობრივი ანაზღაურება უფრო მაღალია, ვიდრე სამხრეთ და აღმოსავლეთ ევროპაში. ეს განსხვავება ქვეყნების ეკონომიკური განვითარებითა და სიმდიდრით არის განპირობებული.

bm.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close