ევროპაში ყველაზე ფართო წყალქვეშა გვირაბი ჩრდილოეთ იტალიაში, ლიგურიის ზღვაში მდებარე გენუის ყურეში აშენდება. მშენებლობა უკვე დაიწყო, გვირაბის გახსნა კი 2029 წლის აგვისტოს დასაწყისში იგეგმება.
3,4 კილომეტრი სიგრძის გვირაბი ქალაქ გენუის პორტის აკვატორიაში 45 მეტრის სიღრმეზე გაივლის და ზღვისპირა ქალაქის დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილებს დააკავშირებს ერთმანეთთან. პროექტის თანახმად, მისი სიგანე თითოეულ მიმართულებაზე 16 მეტრია. ამრიგად, ის იტალიაში ყველაზე გრძელი, ხოლო ევროპაში ყველაზე ფართო წყალქვეშა გვირაბი იქნება. ახალი წყალქვეშა სატრანსპორტო არტერიის მშენებლობისთვის დაახლოებით ერთი მილიარდი ევრო დაიხარჯება.
გვირაბის წყალობით გამოთავისუფლდება 25 ათას კვადრატულ მეტრზე მეტი ფართობი, რომელიც ამჟამად საავტომობილო გზებს უჭირავს, სადაც მწვანე ზონები და პარკები გაშენდება..
ნინო ხოშტარია
კომენტარები