ქართველები უცხოეთში

„ქართველი ჯობსი“ – რა ვიცით მიხეილ ლომთაძეზე, რომელმაც სიმდიდრით ივანიშვილს გაუსწრო

„ბიზნესმენი ჰალსტუხის გარეშე“, მილიარდერი შავი სვიტერით, ჯინსებითა და წითელი ბოტასებით“, „ახალი ჯობსი“ – ასე აღწერენ ხოლმე ჟურნალისტები ყაზახეთში მცხოვრებ ქართველ მილიარდერს მიხეილ ლომთაძეს, რომელმაც „ფორბსის“ 2024 წლის რეიტინგის მიხედვით, სიმდიდრით მეორე ქართველ მილიარდერს – ბიძინა ივანიშვილს გაუსწრო.

5,2 მილიარდი ამერიკული დოლარის ქონებით ლომთაძე მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს შორის 581-ე ადგილზეა, ბიძინა ივანიშვილს კი ამავე სიაში 624-ე ადგილ უკავია 4,9 მილიარდი ამერიკული დოლარით.

  • 2023 წლის სიის მიხედვით, ლომთაძე 3.7 მილიარდ აშშ დოლარს ფლობდა.
  • ივანიშვილს კი 2023 წლის სიის მიხედვითაც იმდენივე ჰქონდა, რამდენიც ახლა.

განსხვავებულია „ბლუმბერგის“ რეიტინგი: იქ ყოფილი პრემიერი და „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ლიდერობს – 7.05 მილიარდი დოლარით; მიხეილ ლომთაძეს კი 5.32 მილიარდი აქვს.

„ფორბსის“ დათვლით, უმდიდრესი ადამიანების პირველ ხუთეულში შედიან: ბერნარ არნო, ილონ მასკი, ჯეფ ბეზოსი, მარკ ზაკერბერგი, ლარი ელისონი.

ასევე „ფორბსის“ თანახმად, ამჟამად მსოფლიოში რეკორდული რაოდენობის, 2781 მილიარდერია, რომელთა საერთო ქონება ასევე რეკორდული 14.2 ტრილიონი აშშ დოლარია.

რამდენიმე ფაქტი მიხეილ ლომთაძეზე

ახალი სერვისების წარდგენის ვიდეოებში მიხეილ ლომთაძე ხშირად ჩნდება შავი მაისურით ან სვიტერი, წითელი სპორტული ფეხსაცმლითა და ლურჯი ჯინსებით.

ხშირად მუშაობს შაბათობით.

დღეში ათ ფინჯან ყავას სვამს.

მისი კომპანიის რეკლამაში შეხვდებით ცნობილ მსახიობს ანტონიო ბანდერასს.

ხან ე.წ. ice bucket ჩელენჯში მონაწილებს.

უყვარს დაივინგი.

ჰყავს ქალიშვილი.

მისი მშობლები და და საქართველოში ცხოვრობენ

ის ისევ საქართველოს მოქალაქეა და კითხვაზე, აპირებს თუ არა ყაზახეთის მოქალაქეობის მიღებას, 2017 წელს მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ არ აპირებს.

„საქართველო ჩემი სამშობლოა, მე იქ დავიბადე და იქაურობა ძალიან მიყვარს, თუმცა პასპორტს და ვიზებს, ზოგადად, ბარიერად მივიჩნევ, რაც დღეს აღარ უნდა არსებობდეს“.

მიხეილ ლომთაძეს ნათქვამი აქვს, რომ სიბერეში აუცილებლად იცხოვრებს საქართველოში, თუმცა საქართველოში ბიზნესის დაწყებას არ გეგმავს, რადგან საქართველოში მისი ბიზნესის მხრივ პატარა ბაზარია.

ბიზნესმენის სახელი პრესის ფურცლებზე მისი ქონების ზრდის ან პირიქით, შემცირების დროსაც ხვდება ხოლმე. მაგალითად, 2022 წლის იანვარში, ყაზახეთში დაწყებული არეულობის გამო, ბიზნესმენმა ერთ დღეში $1,8 მილიარდი დაკარგა და მაშინ მისი ქონება, 33,7%-ით, 3,4 მილიარდ დოლარამდე შემცირდა (საწვავის ფასის ზრდის გამო დაწყებული მასობრივი აქციების შემდეგ ყაზახეთის მთავრობა გადადგა, თუმცა დაპირისპირება გაგრძელდა, რომლის დროსაც ათობით დემონსტრანტი და სამართალდამცავები დაიღუპნენ).

სწორედ მაშინ გავრცელდა მიხეილ ლომთაძის მიმართვა სოციალური ქსელის საშუალებით საკუთარი კომპანიის მომხმარებლებისადმი, სადაც წერდა:

„Kaspi.kz-ის გუნდი თავდაუზოგავად მუშაობს, რათა ჩვენი ყველა სერვისი მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს. ჩვენ დარწმუნებული ვართ და ვიმედოვნებთ, რომ სიტუაცია მალე დასტაბილურდება და დავუბრუნდებით ჩვეულ ცხოვრებას. გთხოვთ გაუფრთხილდეთ საკუთარ თავებს, ახლობლებსა და ნათესავებს…. ჩვენ თქვენთან ვართ! თქვენი მიხეილი“.

ლომთაძე ცნობილია იმით, რომ ბანკში შექმნილი კრიტიკული მომენტების დროს ის ბანკის ფილიალებში თავად ჩნდება ხოლმე და კლიენტებს ესაუბრება. ამბობს, რომ ეს მნიშვნელოვანია ნდობისთვის. ასეთი იყო 2019 წელს მომხდარი „სმს შეტევაც“, როდესაც ბანკის ათასობით კლიენტს ერთდროულად მივიდა შეტყობინება, სასწრაფოდ გაეტანათ ფული მისი ბანკიდან.

შემოკლებული ვერსია. სრულად წაიკითხეთ აქ: .radiotavisupleba.ge

ამავე თემაზე: მეორე ქართველი მილიარდერი გამოჩნდა FORBES-ის სიაში

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close