ვიდეოსაქართველოსპორტი

ჯადოსნური ღამის სამი ახალი ამბავი (ფოტო/ვიდეო)

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრები ღირსების ორდენზე წარადგინეს. შესაბამისი განცხადება პრემიერმა გააკეთა თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე, სადაც გულშემატკივრები და ნაკრების წევრები გამარჯვებას ზეიმობდნენ.

წუხელ კიდევ ერთი სასიხარულო ამბავი გამჟღავნდა – ხვიჩა კვარაცხელია მალე მამა გახდება.

ხვიჩა კვარაცხელიამ ეს „საიდუმლო“ ერთ-ერთ ინტერვიუში გათქვა:

„დღეს ერთ-ერთი ბედნიერი დღეა, ცოლი რომ მოვიყვანე, მაშინაც უბედნიერესი ვიყავი. „საპანას“  არხიდან გავაჟღერებ, რომ ბიჭს ველოდები“.

რესპუბლიკის მოედანზე განთავსებულ სცენაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებმა თანაგუნდელ ოთარ კიტეიშვილს დაბადების დღე საჯაროდ მიულოცეს. ფეხბურთელებმა სადღესასწაულო სიმღერა შეასრულეს და ოთარ კიტეიშვილი ხელში აიტაცეს.

კომენტარები

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close