კრიმინალიქართველები უცხოეთშისაბერძნეთი

19 წლის ქართველმა ათენის სკოლაში მოსწავლეს ჩაქუჩით სცემა, დირექტორი კი დანით დაჭრა – რა გახდა თავდასხმის მიზეზი?

მთელი საბერძნეთი შოკში ჩააგდო ათენის ერთ-ერთ  სკოლაში მომხდარმა სისხლიანმა ინციდენტმა: 19 წლის ბიჭი, წარმოშობით საქართველოდან, საბერძნეთის დედაქალაქის კიფსელის რაიონის 41-ე საჯარო სკოლაში ჩაქუჩით და დანით შეიარაღებული შევიდა და ერთ-ერთი მოსწავლე ჩაქუჩით სცემა, მენეჯერი კი დანით დაჭრა. ინფორმაციას მომხდარის შესახებ ბერძნული მედია ავრცელებს.

ინციდენტი 26 მარტს, დილის 9-ის ნახევარზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, სკოლაში შესულმა 19 წლის ბიჭმ როგორც კი დაინახა 18 წლის ნიგერიელი მოსწავლე, მივარდა და ჩაქუჩით თავში ცემა დაუწყო. ამ უკანასკნელს წინააღმდეგობა არ გაუწევია, რადგან გონება დაკარგა; სკოლის დირექტორი, რომელმაც მოსწავლის დაცვა სცადა, თავდამსხმელმა მუცელში დანით დაჭრა. საბედნიეროდ, არცერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაზარალებული ნიგერიელი მოსწავლე ათენის „გენიმატასის“ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

არსებული წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმის მიზეზი გახდა უთანხმოება, რომელიც 19 წლის ბიჭის უმცროს ძმას ჰქონდა ამავე სკოლის მოსწავლესთან, ნიგერიელ მოზარდთან. მათ შორის ჩხუბი ამ თავდასხმამდე ერთი კვირით ადრე მოხდა, თითქოს მშობლებიც ჩაერივნენ და სიტუაცია გაირკვა, თუმცა, როგორც ჩანს, არა ყველასთვის. ორმა ბიჭმა იჩხუბა და ერთ-ერთის ძმა მივიდა შურის საძიებლად.

თავდამსხმელმა ინციდენტის შემდეგ სკოლის სარდაფში დამალვა სცადა, სადაც იგი მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს ΕΛ.ΑΣ-ის თანამშრომლებმა, რომლებმაც დანაშაულის იარაღიც ამოიღეს. მას დაკავებისას წინააღმდეგობა არ გაუწევია, ხოლო როდესაც წმინდა პანტელეიმონის სახელობის უსაფრთხოების განყოფილებაში მიიყვანეს, პოლიციელებს ჩვენება არ მისცა და თავისი ადვოკატი მოითხოვა. ტელეკომპანია „მეგას“ ინფორმაციით კი, მან თქვა, რომ სკოლაში მივიდა მის ძმასა და ნიგერიელ მოსწავლეს შორის მომხდარი ჩხუბის გამო სიტუაციაში გასარკვევად და ძმის დასაცავად.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close