საქართველოსპორტი

ქართველი კარატისტების 7 მედალი იტალიიდან – 1 ოქრო, 4 ვერცხლი და 2 ბრინჯაო

ქართველი კარატისტების 7 მედალი იტალიაში კარატეს საერთაშორისო ჩემპიონატიდან: 1 ოქრო, 4 ვერცხლი და 2 ბრინჯაო.

2024 წლის 9-10 მარტს იტალიის საკურორტო ქალაქ ლეკოში გაიმართა ყოველწლიური საერთაშორისო ჩემპიონატი კარატეში „შავი ქამრის თასი“ (Black Belt Cup 2024), რომელშიც საქართველოს შოტოკან კარატე დოს კონფედერაციის გუნდმა წარმატებით იასპარეზა.

იტალიაში შეჯიბრის ორგანიზატორი იყო მსოფლიოს ერთიანი კარატეს ფედერაცია (W.U.K.F.). ამ პრესტიჟულ ტურნირზე, სადაც 20-მდე ქვეყნის 1500-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა, ქართველმა კარატისტებმა საერთო ჯამში 7 მედალი მოიპოვეს: 1 ოქრო, 4 ვერცხლი და 2 ბრინჯაო.

წარმატებით იასპარეზა 11 წლის ანდრია საათაშვილმა, ევროპის ორგზის და მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულმა სპორტსმენმა. ამჯერად მან იტალიაში კარატეს საერთაშორისო ჩემპიონატზე 11 წლის ბიჭებს შორის კუმიტეს აბსოლუტურ კატეგორიაში I ადგილი და ოქროს მედალი დაისაკუთრა.

ამ შედეგის გარდა მანვე 2 ბრინჯაოს მედალი აიღო ინდივიდუალურ კუმიტეს +45 კგ წონით კატეგორიასა და ინდივიდუალურ კატაში 11 წლის ბიჭებს შორის.

უფროსებს შორის ინდივიდუალური კუმიტეს აბსოლუტურ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალს დაეუფლა ჭაბუკა მახარაძე – მსოფლიოს ოთხგზის და ევროპის ხუთგზის ჩემპიონი, მრავალი საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებული, შავი ქამრის V დანის მფლობელი სპორტსმენი.

საერთაშორისო ტურნირზე პირველად მიიღო მონაწილეობა 9 წლის ელენე ბობოხიძემ, რომელმაც 8-9 წლის გოგონებს შორის ინდივიდუალურ კუმიტესა და კატას დისციპლინებში დამაჯერებლად იასპარეზა და ერთბაშად 3 ვერცხლის მედალს დაეუფლა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close