ჰოროსკოპი

ჰოროსკოპი: კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 18 – 24 მარტი

ეს კვირა  ნათელი და საკმაოდ ნაყოფიერი იქნება. დედამიწა ზამთრის ძილისგან გამოღვიძებას დაიწყებს და ამავდროულად ადამიანთა უმეტესობის აქტივობა საგრძნობლად გაიზრდება. დასვენების დროს სახლში უკვე იშვიათად გაატარებთ და ხშირად ივლით მეგობრულ წვეულებებზე. ამავდროულად, როგორც გაზაფხულზეა დამახასიათებელი, თქვენი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება ძალიან მოგბეზრდებათ. იმისათვის, რომ „გაზაფხულის გამწვავებამ“ დიდი პრობლემები არ შეგიქმნათ, შეეცადეთ ჰარმონიულად გაანაწილოთ თქვენი შინაგანი რესურსები დასვენებასა და სამუშაოს შორის. ყველას, ვინც ახალი რომანის დაწყებაზე ოცნებობს, ამ კვირაში ოცნების რეალობად ქცევის შანსი გაუჩნდება.

 

ვერძი

ამ კვირაში ყველა წამოჭრილი საკითხის სწრაფად მოგვარება ვერ მოხერხდება, რაც ძალიან გამაღიზიანებელი იქნება, თუმცა უნდა მოითმინოთ და თანმიმდევრულად, ნაბიჯ-ნაბიჯ იმოქმედოთ. ურიგო არ იქნებოდა, თანამოაზრეების მხარდაჭერა მოგეპოვებინათ. შეეცადეთ თქვენი მისწრაფებები და შესაძლებლობები ერთმანეთს შეუხამოთ და დააბალანსოთ.  ხუთშაბათს საქმიანმა შეხვედრამ შესაძლოა ახალი მაცდური პერსპექტივები გაგიხსნათ. იყავით ნაკლებად ემოციური გადაწყვეტილების მიღებისას. კვირის ბოლოს შეეცადეთ მეტი დრო დაუთმოთ შვილებს და მათ პრობლემებში გაერკვეთ.

სასიკეთო დღეები: 18, 20.

არასასიკეთო დღე: 23.

 

კურო

წარმატება გელოდებათ პროფესიულ სფეროში, მაგრამ საჭიროა ძალების მობილიზება კოლექტიური საქმიანობისთვის. ახლა შეგიძლიათ გახდეთ ლიდერი და ორგანიზატორი. შეეცადეთ დროულად გამოასწოროთ შეცდომები. მნიშვნელოვანია, რომ წვრილმანებზე არ გაღიზიანდეთ. ფილოსოფიურად შეხედეთ დაბრკოლებებს და ფრთხილად იყავით თქვენს სოციალურ წრეში ახალი ადამიანების გაცნობისას, რადგან შესაძლოა რომელიმემ მომავალში ცუდი გავლენა მოახდინოს თქვენზე. კვირას პასიური დასვენება საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება.

სასიკეთო დღეები: 18, 22.

არასასიკეთო დღე: 24.

 

ტყუპი

ამ კვირაში გელოდებათ საინტერესო ახალი ნაცნობობა, თბილი შეხვედრები ძველ მეგობრებთან და რომანტიკული პაემანი. შეიძლება ძალიან მხიარული და პოზიტიური მოვლენების შუაგულში აღმოჩნდეთ. მთავარი პრობლემები, რომლებიც ბოლო დროს გაწუხებთ, ადვილად მოგვარდება. არ იქნებით დაუცველები და მშვიდად და თავდაჯერებულად შეძლებთ გადაწყვეტილებების მიღებას. თქვენი შემოქმედებითი იდეები წარმატებას და მოგებას მოგიტანთ. ვარსკვლავები ირწმუნებიან, რომ სწორი გზა აირჩიეთ და წარმატებები გელოდებათ.

სასიკეთო დღეები:19, 21.

არასასიკეთო დღე: 20.

 

კირჩხიბი

ვარსკვლავების გავლენით ამ კვირაში თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებებია მოსალოდნელი. არ არის გამორიცხული, რომ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოგიწიოთ სამსახურთან ან ფინანსებთან დაკავშირებით. სასარგებლო იქნება რაიმე ახლი საქმით დაკავება, მასტერკლასზე წასვლა, ტრენინგის კურსებზე დარეგისტრირება. ამოირჩიეთ მთავარი ამოცანა და არც ისე მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება სხვა დროისთვის გადადეთ. ეცადეთ რეალისტურად შეაფასოთ არსებული მდგომარეობა და წარმატებას მიაღწიოთ.

სასიკეთო დღეები: 21, 23.

არასასიკეთო დღე: 22.

 

ლომი

ამ კვირაში სახლში მოულოდნელი სტუმარი გეწვევათ. მისი ვიზიტი სასიამოვნო მოვლენა იქნება მთელი თქვენი ოჯახისთვის, გაამდიდრებს თქვენს გამოცდილებას და გააცოცხლებს თქვენს მოგონებებს წარსულის შესანიშნავი მოვლენების შესახებ. შუა კვირაში შესაძლებელია, რომ  შვილებმა თავიანთი აკადემიური წარმატებებით გაგახარონ. სამსახურში ფრთხილად იყავით ნებისმიერი დოკუმენტის მომზადებისას, ყურადღებით შეამოწმეთ ყველაფერი, რათა თავიდან აიცილოთ თაღლითობა. შაბათ-კვირას შეიძლება გადაწყვიტოთ, რომ ახლობლები არ გაფასებენ და თქვენს ინტერესებს არ ითვალისწინებენ, მაგრამ ნაჩქარევ დასკვნებს ნუ გააკეთებთ.

სასიკეთო დღეები: 23, 24.

არასასიკეთო დღე: 20.

 

ქალწული

ვარსკვლავების გავლენის გამო, ეს კვირა ჩვეულებრივზე  მეტ აქტივობას გპირდებათ ყველა თვალსაზრისით. ზოგიერთ თქვენგანს შეიძლება სხვა ქალაქში გადასვლა მოუწიოს ძალიან მომგებიანი პროფესიული პერსპექტივის გამო. ეს, რა თქმა უნდა, გარკვეულ სირთულეებთან იქნება დაკავშირებული, მაგრამ გახსოვდეთ, რომ უკეთესისკენ მიდიხართ. მთავარია გააზრებულად და, ამავდროულად, მტკიცედ იმოქმედოთ. შაბათ-კვირას მოინახულეთ მეგობრები და დრო მათთან ერთად გაატარეთ.

სასიკეთო დღეები: 18, 24.

არასასიკეთო დღე: 19.

 

სასწორი

ამ კვირაში ვარსკვლავების პოზიცია ხელსაყრელი იქნება თქვენთვის ძველი პრობლემების გარკვევისა და ახალი ამოცანების ჩამოყალიბების თვალსაზრისით, რომელთა გადაჭრაც მოგიწევთ. პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი შემობრუნება მოხდება, ვარდისფერ სათვალეს მოიხსნით და პარტნიორს შელამაზების გარეშე დაინახავთ. და ეს ორივესთვის სასარგებლო იქნება. პარასკევს პრობლემების გადასაჭრელად საუკეთესო გზებს იპოვით. მეგობრები მზად იქნებიან დასახმარებლად. კვირის ბოლოს ფრთხილად იყავით საუბრისას, სანამ რამეს იტყვით, კარგად დაფიქრდით, გაუაზრებლად ნათქვამმა სიტყვამ შეიძლება ზიანი მოგაყენოთ.

სასიკეთო დღეები: 20, 22.

არასასიკეთო დღე: 19.

 

მორიელი

პატარ-პატარა სირთულეებს ამ კვირაში იოლად მოაგვარებთ, უფრო სერიოზული კი – თქვენს საბრძოლო ენთუზიაზმს გააღვიძებს. თქვენი ცნობისმოყვარე გონება და ექსპერიმენტების მოყვარული ბუნება  ცხოვრებას ბევრად უფრო საინტერესოს გახდის და სასურველ მიზანს მიაღწევთ, ახალ სამუშაოს იპოვით და შეგიძლიათ სოლიდური მოგების იმედიც გქონდეთ. კვირის მეორე ნახევარში მოსალოდნელია საინტერესო მოგზაურობები, რომლებიც ახალ ჰორიზონტს გაგიხსნით პირადი და საქმიანი თვალსაზრისით.

სასიკეთო დღეები: 19, 24.

არასასიკეთო დღე: 21.

 

მშვილდოსანი

ამ კვირის დასაწყისში ვარსკვლავების გავლენის გამო, რაიმე განსაკუთრებულ პოზიტიურ ცვლილებებს არ უნდა ელოდოთ არც პროფესიულ და არც პირად სფეროში. ჯობს, პრეტენზიები და მოთხოვნები არ გამოთქვათ, რადგან ეს კონფლიქტურ სიტუაციას გამოიწვევს. შესაძლოა მოგიწიოთ ცოტა მეტი ძალისხმევა სამსახურში ან ბიზნესში თქვენი პერსპექტივების გასაუმჯობესებლად. ხუთშაბათს და პარასკევს მომგებიან სამუშაოს შემოგთავაზებენ არასრულ განაკვეთზე. კვირას სასიამოვნო სიურპრიზებია მოსალოდნელი.

სასიკეთო დღეები: 19, 23.

არასასიკეთო დღე: 18.

 

თხის რქა

ამ კვირაში, ვარსკვლავების გავლენით, სიტუაცია მოითხოვს, რომ მიიღოთ გადაწყვეტილება პირად ან პროფესიულ ცხოვრებაში. ასე რომ, დიდხანს ნუ დააყოვნებთ, აუცილებლად გააკეთეთ არჩევანი, მაგრამ არ დაგავიწყდეთ კოლეგებისა და მეგობრების რჩევების მოსმენა. შეეცადეთ გადახედოთ თქვენს ურთიერთობას საყვარელ ადამიანებთან; შესაძლოა, ძალიან მომთხოვნი ან უყურადღებო გახდით. თუ ვალები გაქვთ, არ გადადოთ დაბრუნება. შაბათ-კვირას შეეცადეთ დრო ოჯახთან ერთად გაატაროთ.

სასიკეთო დღეები: 20, 24.

არასასიკეთო დღე: 21.

 

მერწყული.

ამ კვირაში ბევრ თქვენგანს  ახლო ნათესავებს შორის კონფლიქტის მოგვარება მოუწევს. თქვენი მშვიდი ბუნება, ჯანსაღი მსჯელობის უნართან ერთად, მათი პრობლემების გაგებაში დაგეხმარებათ და შეძლებთ კამათში მონაწილე პირები ურთიერთშეთანხმებამდე მიიყვანოთ. ვარსკვლავების გავლენის წყალობით, პროფესიულ სფეროში სერიოზულ წარმატებებს მიაღწევთ, თუმცა მნიშვნელოვანია ძალიან ფრთხილად იყოთ დოკუმენტაციასთან, რათა თავიდან აიცილოთ შეცდომები. შაბათ-კვირა სასიამოვნო კომუნიკაციითა და საინტერესო ამბებით იქნება სავსე.

სასიკეთო დღეები: 22, 23.

არასასიკეთო დღე: 20.

 

თევზები

ამ კვირაში უამრავი საინტერესო იდეა და ახალი გეგმები გაქვთ, მაგრამ ახლა ყურადღება ყველაზე პერსპექტიულზე უნდა გაამახვილოთ, რადგან  ყველაფრის ერთდროულად განხორციელებას ნამდვილად ვერ შეძლებთ. იფიქრეთ შემოსავლის ახალ წყაროზე. არსებობს შესაძლებლობა, რომ საბინაო საკითხის მოგვარება მოგიწიოთ. ნუ აგროვებთ პრობლემებს, დროულად მოაგვარეთ ისინი. რომანტიკულ ურთიერთობას რაც შეეხება, თუ საშუალება მოგეცემათ, ნუ დაიხევთ უკან და საყვარელ ადამიანს გული გადაუშალეთ, მისი რეაქცია გაგახარებთ.

სასიკეთო დღეები: 21, 24.

არასასიკეთო დღე: 18.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close