რჩევებიშეუცნობელი

20 მარტს მაგიური დღეა, გაზაფხულის ბუნიობა დგება – ასტროლოგების რჩევები

წელს 20 მარტს, ორშაბათს, 5:24 საათზე გაზაფხულის ბუნიობა და ასტროლოგიური ახალი წელი დგება. ამ დღეს ცეცხლოვანი ვერძის სეზონი იწყება. ეს ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი დღეა მარტში, ძალზე პოზიტიური დრო, როდესაც ჰაერი სიყვარული, იმედითა და სიკეთითაა გაჟღენთილი.

მსოფლიოს ბევრ ხალხს მიაჩნდა, რომ გაზაფხულის ბუნიობას ანუ დღეღამტოლობას, როდესაც დღისა და ღამის ხანგრძლივობა ტოლია, მაგიური ძალა აქვს – ამ დღეს სინათლე ამარცხებს სიბნელეს და დედამიწაზე სითბო მოაქვს.

უძველესი დროიდან ბუნიობას ადამიანები განსაკუთრებულად აღნიშნავდნენ. ეს დღე ასტრონომიული გაზაფხულის დადგომასთან, ბუნების გამოღვიძებასა და ოჯახში სიახლეებისა და წარმატების შესვლასთან ასოცირდებოდა.

ბევრ ქვეყანაში ამ დღეს ახალი წლის დადგომას ზეიმობენ. ინგლისში ერთ-ერთი ასეთი ადგილი მისტიკური სტოუნჰენჯია, ხოლო მექსიკაში – ჩიჩენ იცა. სიეტლში დღეღამტოლობის პატივსაცემად Pike Place Market-ზე მისულ მყიდველს ნარცისების შეკვრა გადაეცემა საჩუქრად. იაპონიაში გაზაფხულის ბუნიობის დღე სახალხო დღესასწაულია.

ასტროლოგების რჩევები

20 მარტს დღე და ღამე აბსოლუტურად თანატოლი იქნება. სწორედ ამის გამო მიიჩნევა, რომ დღეღამტოლობისას მსოფლიოში და ადამიანთა სულში ჰარმონია სუფევს. ადამიანები მშვიდდებიან. საჭიროა, რომ სიყვარულით ავივსოთ, უსიამოვნებები დავივიწყოთ და აურა ნეგატიური ენერგიებისგან გავწმინდოთ.

ამ დღეს შეიძლება და აუცილებელიცაა სახლის დალაგება, დასუფთავება. კარგი იქნება ძველი და უსარგებლო ნივთების გადაყრა.

ეს სწორედ ის დროა, როდესაც თითოეულმა ადამიანმა უნდა სცადოს, რომ რაღაც მაინც შეცვალოს საკუთარ ცხოვრებაში, ცოტათი მაინც „გარდაიქმნას“ უკეთესობისკენ და განაახლოს ირგვლივ არსებული სივრცე.

ძალზე ხელსაყრელი დროა რომანტიკისთვის.

რის გაკეთებაა სასურველი 20 მარტს

  • იღბლის მოზიდვა – საჭიროა, რომ ახალი გამარჯვებებისა და მიღწევებისთვის განეწყოთ;
  • მავნე ჩვევებისგან გათავისუფლება.
  • სიყვარულის მოზიდვა – შესაძლებელია საყვარელი ადამიანის პოვნა, ოჯახური ურთიერთობების მოგვარება.
  • სურვილის ჩაფიქრება – ამ დღის ენერგეტიკა სანუკვარი ოცნების ახდენას უწყობს ხელს.

რის გაკეთება არ შეიძლება 20 მარტს

  • არ უნდა აჰყვეთ ცუდ ემოციებს – როგორც ახალი წლის ღამეს ვამბობთ, რომ როგორც შეხვდები, ისე დაგებედებაო, ასევეა ამ დღესაც – ასტროლოგები გვირჩევენ, რაც შეიძლება მეტი დადებითი ემოციებით დავიტვირთოთ დღის განმავლობაში.
  • კონფლიქტების პროვოცირება – ამ დღეს გამოვლენილი აგრესია დიდ პრობლემებს შექმნის და თანაც დიდხანს გაგყვებათ, ამიტომ საჭიროა აგრესიულ ადამიანებთან ურთიერთობას მოვერიდოთ.
  • ვინმესთვის ცუდის სურვილი, დაწყევლა არც ფიქრით და არც სიტყვით – რაც საერთოდ არ შეიძლება და ამ დღეს კი – განსაკუთრებით, რადგან ნებისმიერი ცუდი განზრახვა მთელი ძალით უკან დაგვიბრუნდება ე.წ. ბუმერანგის პრინციპით.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close