ვიდეოხელოვნებაარტისტი

ქართველი მომღერალი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მუსიკალური დაჯილდოების ნომინანტია (ვიდეო)

Billboard Women in Music-ის ისტორიაში პირველად, ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი დაჯილდოების სიაში ქართველი ქალი მუსიკოსი დასახელდა. 2024 წლის Global Force-ის ნომინანტთა შორის ნინი ნუცუბიძე არის. 

როგორც ნინი ამბობს, ნომინანტობა მისთვის გამარჯვების ტოლფასია. უკვე საკმაოდ დიდი და მსხვილი კომპანიებისგან აქვს შემოთავაზებები.

„რა თქმა უნდა, გამარჯვებას ველოდები და ძალიან გამიხარდება, თუმცა ამ პროექტში ნომინანტობა ჩემთვის უკვე გამარჯვებაა!“

Women in Music ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელსაც მსოფლიოს ყველაზე ძველი და გავლენიანი მუსიკალური გამოცემა Billboard ატარებს. ღონისძიების მთავარი ჯილდო წლის ქალის ტიტულია, რომელიც მუსიკალურ ინდუსტრიაში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის გადაეცემა ქალ მუსიკოსს, რომელიც თავისი შემოქმედებით შთაგონებას აძლევს ქალების თაობებს სხვადასხვა სფეროში.

დაჯილდოების ცერემონია 6 მარტს ლოს-ანჯელესში გაიმართა. ამჯერად წლის ქალის ტიტულის მფლობელი Karol G გახდა. გამარჯვებულები გამოვლინდნენ კიდევ 10 ნომინაციაში, მათ შორის იყო ახალი კატეგორია Global Force. მის სიაში კი იმ ქვეყნების წარმომადგენელი ქალი მუსიკოსები შევიდნენ, სადაც Billboard=ი ოფიციალურად მაუწყებლობს. Billboard Georgia-დან, შესაბამისად, საქართველოდან ამ სიაში ნინი ნუცუბიძე მოხვდა. Global Force-ის ნომინანტები Billboard-მა ინსტაგრამზე გააზიარა და მათ შესახებ სტატიაც გამოაქვეყნა.

„2024 წლის ორ თვეში ნინი ნუცუბიძემ უკვე ორი სინგლის გამოშვება მოახერხა: Nana Sh-t და Lutecia (Girl, You’re Gold), ასევე გამოსცა სამკომპოზიციანი EP –  Paper Planes. ნუცუბიძის შემოქმედებაში ქართული კულტურა ექსპერიმენტულ ელექტრონულ მუსიკას ერწყმის”, – ვკითხულობთ Billboard-ის სტატიაში.

კატეგორიაში Global Force წლევანდელ Billboard Women in Music-ზე ნომინანტები პირველად დასახელდნენ. მისი მიზანია სხვადასხვა ქვეყნის მომღერლების, კომპოზიტორების, ინსტრუმენტალისტებისა და პროდიუსერების შემოქმედების მსოფლიოსთვის გაცნობა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close